ხუთშაბათი, 09.05.2024, 03:33
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » ახალი ამბების არქივი
   სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 21 ივნისს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა ხარგაულელი  თედორე ებანოიძე.   მას დებიუტი ჰქონდა ამ რანგის პირველობაზე, თედომ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.  ... კითხვის გაგრძელება
Views: 1770 | Added by: arqiteqtor | Date: 30.06.2011 | Comments (1)

   საქართველოს სახალხო მხატვარ ივანე ალექსის ძე ვეფხვაძის (1888-1971) ოჯახი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვნიდან თბილისში საუკუნენახევრის წინ  გადავიდა. მან საფუძველი დაუდო უნიჭიერეს ხელოვანთა თაობას, მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს შვილმა საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982), შვილიშვილმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949) და შვილთაშვილმა ბრუნო ვეფხვაძემ
  
   ამ სტატიაში სწორედ ბრუნოს შესახებ მინდა მოგითხროთ: 
   ბრუნო დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახშიმან ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა მხატვრობისადმი. 1993 წელს იგი ჩაირიცხა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, რომელშიც 3 წლის განმავლობაში სწავლობდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე კი ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ცნობილი ქართველი მხატვრის .ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. ... კითხვის გაგრძელება
Views: 3351 | Added by: arqiteqtor | Date: 03.06.2011 | Comments (0)

  დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-ისგან განთავისუფლებისა. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავია, სწორედ 1991 წელს, ოღონდ 9 აპრილს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა – ზციად გამსახურდიამ საქარტველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ... კითხვის გაგრძელება
Views: 1716 | Added by: arqiteqtor | Date: 26.05.2011 | Comments (0)

    უკრაინის ქალაქ ვინიცაში, 5-დან 9 მაისსის ჩათვლით გაიმართა საერთაშორისო საბავშვო–საყმაწვილო  საესტრადო კონკურსი "ოქროს ქოლგა" ("Музична парасолька") რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის  წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი მომღერალი თიკო ლურსმანაშვილიც იღებდა მონაწილეობას.

     როგორც თიკომ მიამბო საქართველოდან ორი მონაწილე იყვნენ. ვინიცაში ჩასვლის მეორე დღეს  რეპეტიციები ჰქონიათ, მესამე დღეს იმართებოდა კონკურსი.  ... კითხვის გაგრძელება

Views: 1842 | Added by: arqiteqtor | Date: 14.05.2011 | Comments (3)

   სკვერების რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით დაბაში არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო. 
   საუბარია მდინარე ჩხერიმელაზე არსებულ ხიდებზე  რკ. სადგურისა და ავტოსადგურის მიმდებარედ.
  ასევე მდინარე ჯიხველაზე არსებულ ხიდებზე სახელმწიფო რეესტრის სააგენტოსთან (სასამართლოს ყოფილი შენობა) და შინმოუსვლელთა მემორიალთან.
  სამუშაოებს ანხორციელებენ რკინიგზის ხიდზე ი.მ."გოჩა კალანდაძე-ხარაგაული" და დარჩენილ ხიდებზე –  ფირმა "ინჟმშენი 96"
Views: 1519 | Added by: arqiteqtor | Date: 13.05.2011 | Comments (2)

   1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში, ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა  უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხალი. ხოლო 9 მაისს აბჭოთა ჯარებმა გაანთავისუფლეს ქალაქი  პრაღაამის შემდეგ სწორედ ამ დღეს ვზეიმობთ  დიდი სამამულო ომის დასრულებას, თარიღს, როცა კაცობრიობის ისტორიაში აღმოცენებული ერთ–ერთი უდიდესი სიბოროტე პირწმინდად დაემხო.
    დღეს ამ თარიღიდან 66 წელი შესრულდა.
Views: 2399 | Added by: arqiteqtor | Date: 09.05.2011 | Comments (1)

   2 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებულმა ერთი  მსახიობის თეატრმა (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) მოაწყო ზეინაბ ბუაჩიძის წიგნის "გზა  გოლგოთისა" განხილვა. 

  ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ ისაუბრა წიგნის ღირსებებზე, მისი თქმით წიგნში თავმოყრილია პატრიოტიზმის, ღვთისა და  მოყვასის სიყვარულის ნაზავი.

  განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურული თეატრის აქტიურმა მსმენელებმა,  ავტორის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა წაიკითხეს წიგნში შესული ლექსები.

  ბოლოს ქალბატონმა ზეინაბმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

... კითხვის გაგრძელება

Views: 1415 | Added by: Buachidze | Date: 08.05.2011 | Comments (0)

   დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.
   მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას 23 ნოემბერს აღნიშნავს  , 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიში აღნინიშნება, საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის  ... კითხვის გაგრძელება
Views: 2828 | Added by: Klio | Date: 06.05.2011 | Comments (0)

  4 ამაისს ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი იწყება. ფესტივალი თითქმის მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება და 26 მაისამდე გასტანს.
   პროგრამაშია არაერთი გასართობი ღონისძიება:
   
   ფესტივლის პირველივე დღიდან სტარტს აიღებს  "მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი" მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შრის. 
   
    ასევე სკოლებს შორის გაიმართება ინტელექტუალური თამაში "რა! სად! როდის!" და მინიფეხბურთის ტურნირი ხელოვნურსაფრიან მოედანზე.
Views: 1659 | Added by: arqiteqtor | Date: 01.05.2011 | Comments (1)

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 21 22 »
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024