1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში, ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხალი. ხოლო 9 მაისს საბჭოთა ჯარებმა გაანთავისუფლეს ქალაქი პრაღა. ამის შემდეგ სწორედ ამ დღეს ვზეიმობთ დიდი სამამულო ომის დასრულებას, თარიღს, როცა კაცობრიობის ისტორიაში აღმოცენებული ერთ–ერთი უდიდესი სიბოროტე პირწმინდად დაემხო. დღეს ამ თარიღიდან 66 წელი შესრულდა.
ხარაგაულში გამარჯვების დღე ტრადიციულად აღინიშნა, ომის მონაწილე ვეტერანები სამამულო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ, გამგეობისგან საჩუქრები მიიღეს და ბოლოს სპეციალურად მათთვის მოწყობილ სუფრაზეც აღნიშნეს მნიშვნელოვანი თარიღი. საიტის ადმინისტრაცია ულოცავს ჩვენს მოხუცებს ამ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
აღმოსავლეთის ფრონტი 1941-1942 წ.წ.
1943-45 წლები,გერმანიის მიერ ეტაპობრივად პოზიციების დათმობა
მელიტონ ქანთარია რაიხსტაგის თავზე 1945 წლის 30 აპრილი, 21.50 საათი.
ავტორი – გივი კურტანიძე
|