2 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებულმა ერთი მსახიობის თეატრმა (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) მოაწყო ზეინაბ ბუაჩიძის წიგნის "გზა გოლგოთისა" განხილვა.
ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ ისაუბრა წიგნის ღირსებებზე, მისი თქმით წიგნში თავმოყრილია პატრიოტიზმის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ნაზავი.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურული თეატრის აქტიურმა მსმენელებმა, ავტორის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა წაიკითხეს წიგნში შესული ლექსები.
ბოლოს ქალბატონმა ზეინაბმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.
...
კითხვის გაგრძელება