დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-ისგან განთავისუფლებისა. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავია, სწორედ 1991 წელს, ოღონდ 9 აპრილს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა – ზციად გამსახურდიამ საქარტველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
დღეს ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი "მე ♥ ხარაგაული" დასრულდა. როგორც მოგახსენებდით, მოსწავლეთა შორის ფესტივლის ფარგლებში მრავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომელთა მიმდინარეობამაც ფესტივლის მანძილზე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიყვია. მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების უმრავლესობამ. წარმატებით წარმოაჩინა თავი დაბა ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, სკოლა–გიმნაზიის მოსწავლეებმა მთელ რიგ შეჯიბრებებში პირველობა არავის დაუთმეს: ინტელექტუალურ თამაშში "რა! სად! როდის!", მინიფეხბურთის ტურნირი და სპორტულ შემეცნებით შეჯიბრში "დიდი თამაში" სწორედ მათი გამარჯვებით დასრულდა.
"მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში" KBH, ფესტივლის აღმოჩენად იქცა საღანძილის საჯარო სკოლის გუნდი "შეგირდები", რომლებიც არაჩვეულებრივად გამოვიდნენ და მაყურებელს თავი შეაყვარეს. საბოლოო გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ეს კონკურსი უფრო გამოცდილმა დაბის N–3 საჯარო სკოლის გუნდმა "რკინიგზელებმა" მოიგო.
დაბალი ასაკის ბავშვებში გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში "სკოლბურთი" მეორე საჯარო სკოლის ფესბურთელებმა გაიმარჯვეს.
ფესტივლის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულებმა და მონაწილეებმა ორგანიზატორებისგან თასებთან და სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც მიიღეს.
ავტორი - გივი კურტანიძე
|