შაბათი, 18.05.2024, 18:09
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » ახალი ამბების არქივი
   14 აპრილს ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრმა, პაატა გოგოლაძის ხელმძღვანელობით კინოთეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები" გაითამაშა.
   დარბაზი სრულად გაივსო, დამსწრე პუბლიკა აპლოდისმენტებს არ იშურებდა მოყვარული მსახიობების მიმართ.
   გთავაზობთ სპეკტაკლის ფოტომასალას და ვიდეოჩანაწერს  ... კითხვის გაგრძელება
Views: 4538 | Added by: arqiteqtor | Date: 22.04.2011 | Comments (1)

    მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს
   როგორც ყველა მოქმედ ტაძარში, ხარაგაულის ეკლესიაშიც დღეს მამა ფილიპემ წირვა ჩაატარა და ბზა აკურთხა.
   ვილოცოთ უფლისა მიმართ და შევთხოვოთ წყალობა და მფარველობა. ... კითხვის გაგრძელება
Views: 2357 | Added by: arqiteqtor | Date: 17.04.2011 | Comments (0)

   სულ მალე, ხარაგაულში "დევები"–ს და "მომღერლის წყაროს"–ს კომპოზიციების სრული არდგენა დაიწყება. უკვე შემუშავებულია ის სახე, თუ როგორი იქნება სამომავლოდ დაბის ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილები. 
   ასევე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერს.
   პროექტს ანხორციელებს ფირმა "ინჟმშენი 96", რომელმაც ტენდერის შედეგად მოიპოვა ამ სამუშაოების წარმოების უფლება. ... კითხვის გაგრძელება
Views: 3780 | Added by: arqiteqtor | Date: 11.04.2011 | Comments (8)

    ამ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში 2 დატვირთვა აქვს.

    1989 წლის 9 აპრილი მიუთითებს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. სისხლიან მოვლენებს მომხდარს საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას.
      ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. ... კითხვის გაგრძელება
Views: 3252 | Added by: arqiteqtor | Date: 09.04.2011 | Comments (0)

    ხარება აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზი  მარიამ ღვთისმშობელს გამოეცხადა და უთხრა: ”გიხაროდეს! მომადლებულო მარიამ,  უფალი შენთანაა. კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა.”,აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზედა მის მეფობას არ ექნება დასასრული, სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.”
Views: 1772 | Added by: misisarqiteqtor | Date: 07.04.2011 | Comments (0)

   ცოტა ხნის წინ "ერორმა" აჩვენა სიუჟეტი, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, სადღაც მიუვალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2000+ მეტრზე იპოვეს ნასახლარი
  წყალმა გადარეცხა საფლავები და იქ მისულმა მოყვარულთა ექსპედიციამ აღმოაჩინა ადამიანთა ძვლები, რომელთა სიმაღლე სავარაუდოდ 2,5 - 3,0 მეტრამდე უნდა ყოფილიყო
   ნასახლარი პრექრისტიანული ხანისაა, მასალები თბილისშია გადატანილი და ახლა უკვე არქეოლოგებს გადაეცათ გამოსაკვლევად. ... კითხვის გაგრძელება
Views: 2741 | Added by: misisarqiteqtor | Date: 01.04.2011 | Comments (6)

   საქართველო 1-0 ხორვატია 26.03.2011 ამ ამბავზე ინტერნეტ სივრცეში უამრავი სტატია დაიწერა, ბოლო დღეებია პრესის არაერთი ფურცელი ამ ხმამაღალ გამარჯვებაზე მოგვითხრობს,მე პირადად ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს დავწერ, მითუმეტეს არც სპორტული მიმომხილველი ვარ და არც ესაა სპორტული საიტი, თუმცა საყოველთაოდ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ გადავწყვიტე რამოდენიმე სიტყვით მეც შევხებოდი ამ ამბავს და ჩემი აზრი გამეზიარებინა ჩვენი საიტის მომხმარებლისთვის იმ დიდი სიხარულის გამომწვევი მიზეზის შესახებ, რასაც ნომერ პირველ სპორტულ სახეობაში ეროვნული ნაკრების ესოდენ ნანატრი გამარჯვება ჰქვია.  ... კითხვის გაგრძელება
Views: 1454 | Added by: arqiteqtor | Date: 28.03.2011 | Comments (5)

    როგორც ჩვენი საიტის მეშვეობით გაცნობებდით, რიგაში 19-20 მარტს ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ–რომაული  სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები  იღებდა მონაწილეობას, ნაკრების შემადგენლობაში იყო ჩვენებური თედო ებანოიძე. ქართველმა მოჭიდავეებმა ამ ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს.  ... კითხვის გაგრძელება
Views: 1447 | Added by: arqiteqtor | Date: 22.03.2011 | Comments (2)

  თედო ებანოიძის წარმატებების შესახებ ყველა ხარაგაულელს სმენია, ამჟამად თედო საქართველოს ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში, მან ეს ტიტული 20 თებერვალს ბათუმის პირველობაზე მოიპოვა, რითაც საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღო, თუმცა მანამდე თედო საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებებთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე გაივლის. ... კითხვის გაგრძელება
Views: 1645 | Added by: arqiteqtor | Date: 13.03.2011 | Comments (4)

   ეს არის წიგნი ხარაგაულის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც შესულია დაწვრილებითი მონაცემები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ხუროთმოძრვრულურ ძეგლზე, სამონასტრო კომპლექსზე, ტაძარზე, სალოცავზე, საყდარზე, მუზეუმებზე, მემორიალებზე, ძველ წყაროებზე, სხვადასხვა ისტორიულ შენობებზე და ხარაგაულის დამახასიეთებელ არქიტექტურულ სტილზე, უამრავ ღირსშესანიშნავობაზე, რომლებიც ჩვენს რაიონში ასე უხვადაა გაბნეული. ... კითხვის გაგრძელება
Views: 1507 | Added by: arqiteqtor | Date: 04.03.2011 | Comments (1)

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 21 22 »
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024