როგორც ჩვენი საიტის მეშვეობით გაცნობებდით, რიგაში 19-20 მარტს ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები იღებდა მონაწილეობას, ნაკრების შემადგენლობაში იყო ჩვენებური თედო ებანოიძე. ქართველმა მოჭიდავეებმა ამ ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს.
ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ 96 წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ჩემპიონობა იზეიმა. თედოს პირველ შეხვედრაში რუს მეტოქესთან პირველი პერიოდი დიდი უპირატესობით დაუთმია, თუმცა მეორე პერიოდში ძალების მობილიზება მოუხერხებია და მომდევნო ორ პერიოდში უკვე თვითონ უმარჯვია დიდი სხვაობით.
ფინალში ისევ რუსეთის წარმომადგენელს შეხვედრია, ორმაგად გასახარია რომ სწორედ რუსი მეტოქის დამარცხებით შეძლო თედომ გამარჯვებულის კვარცხლბეკზე ასვლა.
ფოტო აღებულია თედოს პროფილის სურათებიდან facebook-ზე
2011 წლის სეზონის ორ უმთავრეს ტურნირზე – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წასაყვან შემადგენლობებს მწვრთნელები სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დაასახელებენ, იქამდე კი, ახალგაზრდული ნაკრებები კიდევ თითო საერთაშორისო ტურნირზე გამოვლენ და რამდენიმე მოსამზადებელ შეკრებასაც გაივლიან.
ევროპირველობას 21-26 ივნისს, სერბული ზრენიანინი უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 26-31 ივლისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.