თედო ებანოიძის წარმატებების შესახებ ყველა ხარაგაულელს სმენია, ამჟამად თედო საქართველოს ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში, მან ეს ტიტული 20 თებერვალს ბათუმის პირველობაზე მოიპოვა, რითაც საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღო, თუმცა მანამდე თედო საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებებთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე გაივლის.
ახალგაზრდა "თავისუფალთა" ნაკრების დამრიგებელმა ნუგზარ სხირელმა დაასახელა 19-20 მარტს რიგაში გასამართ ფრეიდენფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობა: ლევან როჭიკაშვილი, ლაშა ტალახაძე (50), ლაშა ლომთაძე (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე, დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), ალექსანდრე ამინაშვილი(84), თედო ებანოიძე (96), გიორგი ასლანიშვილი (120).
რიგის შემდეგ ნაკრების კანდიდატები 20-23 აპრილს ბაქოშიც იჭიდავებენ აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე, რის შემდეგაც გაირკვევა, ვინ გამოვა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში ევროპის ჩემპიონატზე და ვინ – 26-31 ივლისს ბუქარესტში მსოფლიოს პირველობაზე.
წარმატება ვუსურვოთ თედოს, მრავალგან აჟღერებულიყოს მისი სპორტული მიღწევების აღსანიშნავას საქართველოს ჰიმნი.
Name : თედორე
Surname : ებანოიძე
Birth Date : 05.06.2011
Birth Place : ხარაგაული
Weight : 96 კგ.
Trainer : თ.ებანოიძე
Education : საშუალო,სტუდენტი.
Trophies : საქართველოს ჩემპიონი (2011) საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი(ჭაბუკები) 2009-საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი(ახალგაზრდები, III ადგილი)
ავტორი – გივი კურტანიძე
შემადგენლობა აღებულია sportall.ambebi.ge–ს მიხედვით
|