ცოტა ხნის წინ "ერორმა" აჩვენა სიუჟეტი, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, სადღაც მიუვალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2000+ მეტრზე იპოვეს ნასახლარი.
წყალმა გადარეცხა საფლავები და იქ მისულმა მოყვარულთა ექსპედიციამ აღმოაჩინა ადამიანთა ძვლები, რომელთა სიმაღლე სავარაუდოდ 2,5 - 3,0 მეტრამდე უნდა ყოფილიყო.
ნასახლარი პრექრისტიანული ხანისაა, მასალები თბილისშია გადატანილი და ახლა უკვე არქეოლოგებს გადაეცათ გამოსაკვლევად.
ამ თემაზე წარსულში ეთნოგრაფებს ჰქონდათ საინტერესო გამოკვლევები. ისინი აკავშირებდნენ გიგანტებს ეპოსურ დევებთან. მათი აზრით გიგანტები (დევები) მართლა არსებობდნენ დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000-4000 წლების პერიოდში. კომუნისტების დროს ზემო იმერეთში იქნა ნაპოვნი ანალოგიური სამარხები, მაგრამ მაშინ რატომღაც არ გაახმაურეს.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ეს ნაქალაქარი და ადამიანთა ძვლები ადგილობრივ მწყემსებს უპოვნიათ და ქუთაისის უნის პროფესორისთვის შეუტყობინებიათ, რომელიც ადგილზე ჩამოსულა და ადგილობრივ მოსახლეობას გასაუბრებია, მოხუცებს მოუყოლიათ: –ადრეთ ვნახულობდით ეგეთ რამეებს და ეგეთი დიდი ძვლებით ვხმალაობდით კიდეცო.
საბოლოოდ ეს პროფესორი, რამდენიმე კაცი და "ერორის" გადამღები ჯგუფი წასულან ამ მთაზე. 35 კმ. უვლიათ მდინარის აღმა და უნახავთ ეს ყველაფერი, იქ ყოფილა ნასახლარი, სავარუდოდ სამლოცველო, უნახავთ აკლდამები, ადამიანთა გიგანტური ძვლები, ნაწილი ძვლებისა ჩანს გაქვავებულ ლავაში, რომლის ფენის ასაკიც გამოსაკვლევია.
ვარაუდობენ, რომ ეს ნეანდერტალელებივით გადაშენებული რასა უნდა იყოს მაგრამ ასეთი სიმაღლის ადამიანი არსად არ არის ნაპოვნი.
მსგავსი ძვლები ადრე თურქეთის ტერიტორიაზეც აღმოუჩენიათ.
განსჯა თქვენთვის მომინდვია, დაწერეთ კომანტარებში თუ რაიმე დამატებითი ინფორმაია გაგიგიათ ამ საინტერესო ფაქტთან დაკავშირებით.
თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ხარაგაული მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. ქართული ზღაპრის გმირი დევი კი მთელი სამყაროსთვის გახდება ცნობილი. ტყუილად კი არ დგას ჩვენს შემოსასვლელში დედალ–მამალი დევი, რომლებსაც უკვე პატარა ნაშიერიც ეყოლათ ...
ავტორი – გივი კურტანიძე
|