კალენდარი |
 |
 |
« ივლისი 2025 » |
ორ. |
სამ. |
ოთხ. |
ხუთ. |
პარ. |
შაბ. |
კვ. |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |  |
სტატისტიკა |
 |
 |
სულ საიტზე: 1 სტუმრები: 1 მომხმარებლები: 0

|  |
|
მთავარი » ახალი ამბების არქივი
როგორც ჩვენი საიტის მოგახსენებდათ, 1 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში სტარტი უნდა აეღო მოსწავლეთა შემეცნებითი სახის მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის რაიონულ ჩემპიონატს.
სამწუხაროდ,გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნული კონკურსი აღარ გაიმართება.
KBH
|
ხარაგაულის გამგებელმა ხარაგაულის ახალგაზრდობას (XII კლასელები, მათ შორის მეც გახლდით) საჩუქარი გაუკეთა და დაპატიჟა მომღერალ ლელა წურწუმიას საქველმოქმედო კონცერტზე ქალაქ ქუთაისში.
კონცერტი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ბილეთის ფასი შეადგენდა 10 ლარs (ხარჯები მთლიანად გამგებელმა გაიღო), კონცერტი საღამოს 6 საათზე იწყებოდა, ჩვენ კი რამოდენიმე მიკროავტობუსით ხარაგაულიდან 12 საათზე გამოვედით, მოვინახულეთ გელათი, დავითის ეპოქის უმშვენიერესი ქმნილება, ბაგრატის ტაძარი, რომელსაც ამჯამად რეკონსტრუქცია უტარდება, მოწამეთა,
|
10 თებერვალს, ქუთაისში,ბაგრატის ტაძრის ეზოში,ზურაბ ნოღაიდელისა და ''ედინნაია როსიას'' თანამშრომლობის მემორანდუმი დაიგმო.
ქუთაისელმა სტუდენტებმა და იმერეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიცი დადეს, რომ არასოდეს შეეგუებიან ერის მოღალატეების მიერ ჩვენი სამშობლოს ხელში ჩაგდებას და განაცხადეს, რომ არასოდეს შეურიგდებიან ოკუპანტებთან ასეთ თანამშრომლობას. მათ გააპროტესტეს აღნიშნული მემორანდუმი. ბაგრატის ტაძრის ეზოში ორიათასამდე ახალგაზრდა შეიკრიბა.
...
კითხვის გაგრძელება
|
ხარაგაულში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსის "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" I რაიონული ეტაპი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ხარაგაულის რაიონის სკოლის მოსწავლეთა გუნდები. კონკურსი ჩატარდა ორ ასაკობრივ ჯგუფში. პირველ ჯგუფში გაიმარჯვა ბორითის საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მეორე ასაკობრივ ჯგუფში კი ხარაგაულის სასულიერო სკოლა-გიმნაზიის გუნდმა "უბისი". კონკურსში გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას განაგრძობენ რეგიონალურ ტურში, რომელიც ქუთაისში გაიმართება.
|
ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების
წევრი ნოდარ ქუმარიტაშვილი. 21 წლის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ციგით შეჯიბრში უნდა გამოსულიყო, სავარჯიშო დაშვებისას ტრასიდან გადავიდა და დიდი სიჩქარით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს,ნოდარი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.. ხარაგაულის საიტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ნოდარის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
...
კითხვის გაგრძელება
|
დღეს 8 თებერვალს დავთობაა. გილოცავთ ყველა ხარაგაულელს მეფეთმეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
...
კითხვის გაგრძელება
|
მოგეხსენებათ ხარაგაულში "მხიარულთა და საზრიანთა კონკურსს"(KBH) დიდი ტრადიციები გააჩნია.
ის ჯერ კიდევ 1998 წლიდან ტარდებოდა რაიონის სკოლებს შორის.
შეგახსენებთ,რომ ბოლო გამარჯვებულია დაბის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდი ''ჭირიმე'' (2007წ.)
გარკვეული მიზეზების გამო ბოლო წლებში კონკურსის ორგანიზება ვერ მოხერხდა.
ხარაგაულელ ახალგაზრდათა აქტიური მოთხოვნით 2010 წელს კონკურსის ორგანიზატორია
...
კითხვის გაგრძელება
|
2010 წლის 17 იანვარს სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში ბუაჩიძეთა გვარი დალოცა.
უწმინდესმა ასე მომართა საგვარეულოს წარმომადგენლებს: –ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაგამრავლოთ! ღმერთმა ინებოს, რომ მრავალი გამოჩენილი ადამიანები გამოვიდნენ თქვენი გვარიდან.
...
კითხვის გაგრძელება
|
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი
ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
...
კითხვის გაგრძელება
|
|
|
|