კალენდარი |
 |
 |
« მარტი 2025 » |
ორ. |
სამ. |
ოთხ. |
ხუთ. |
პარ. |
შაბ. |
კვ. |
| | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |  |
სტატისტიკა |
 |
 |
სულ საიტზე: 1 სტუმრები: 1 მომხმარებლები: 0

|  |
|
მთავარი » ახალი ამბების არქივი
შემთხვევით წავაწყდი ამ ვიდეოს და კიდევ ერთჯერ ჩავფიქრდი იმაზე,რომ ქართველები მუდამ წარსულს მივსტირით.
არ უნდა დავკარგოთ ნათელი მიმავლის იმედი,რომლამდეც ღვთისმოშიშება,რწმენა და დაუზოგავი შრომა მიგვიყვანს.
...
კითხვის გაგრძელება
|
დღეს 20 მარტს,თურქეთში,ქალაქ ტრაბზონში ,,აქჩააბათი''-ს სტადიონზე საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სარაგბო გაკვეთილი ჩაუტარა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს და დაუნდობელი ანგარიშით გაანადგურა.ეს უპირატესობა არ მარტო ანგარიშში,არამედ სათამაშო კლასში გამოიხატა,ჩვენმა ბიჭებმა ყველა სარაგბო კომპონენტში დაჯაბნეს პრინციპული მეტოქე.
საქართველო 36-8 რუსეთი
|
სულ მალე დაბა ხარაგაულში ახალი თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.პროექტი ითვალისწინებს სამსართულიან შენობას საჭიდაო და საფეხბურთო მოედნით,ტრენჟორების დარბაზით,ორ იარუსიანი ტრიბუნით (500 მაყურებელზე),კომენტატორის ჯიხურით,საშხაპეებით და სხვადასხვა დანიშნულების ოთახებით.
სპორტული კომპლექსი აშენდება სოლომონ მეფის ქუჩაზე, მშენებარე სახანძრო რაზმის შენობის მოპირდაპირე მხარეს.
|
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს.
|
ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით დაიგეგმა პროექტი "მე მიყვარს ხარაგაული."
პროექტი ითვალისწინებს ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის გაზონების გამწვანება–გალამაზებას.
მოგეხსენებათ,რომ დაბაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია.სწორედ ამ სამუშაოების პარალელურად დაიწყება არნიშნული პროექტი.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს გამოცდილი დეკორატორ–დიზაინერი ვასილ ტაბატაძე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პარალელურად გეგმავს ახალი ურნებისა და ახალი ნაგვის მანქანის შესყიდვას.
ვიმედოვნებთ,რომ პროექტი წარმატებით განხორჩიელდება და მალე ჩვენს პატარა ხარაგაულს ისეთივე ლამაზს,სუფთას და გამწვანებულს ვიხილავთ,როგორც ეს ძველმა ფოტოებმა შემოგვინახა.
...
კითხვის გაგრძელება
|
3 მარტი თბილისში საფებურთო დღე იყო:
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩში მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესტონელი თანატოლები 2-0 დაამატცხა.გოლები რეზო ბარაბაძის და ჯანო ანანიძის ანგარიშზეა.
წარმატებული გამოდგა თემურ ქეცბაიას სანაკრები დებიუტი საქართველო 2-1 ესტონეთი. გოლები: ლევან კობიაშვილი (პენ) და დავით სირაძე, სტუმართაგან თავი პურჟემ გამოიჩინა.გთავაზობთ გოლებს.
...
კითხვის გაგრძელება
|
შეიქმნა ბუჩიძეების"საგვარეულო კავშირი"-ს ფონდი,რომლის მიზანია ბუაჩიძეთა მშობლიური სოფლის, ფარცხნალისათვის,სასიკეთო საქმიანობის გაწევა. პირველ რიგში გადაწყვეტილია სოფლის ეკლესიის მოვლა–პატრონობა: უნდა გაკეთდეს ეკლესიის გალავანი. ფარცხნალის ეკლესია აგებულია მე–19 საუკუნეში,არის დარბაზული სტილის და ატარებს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელს. გალავნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
...
კითხვის გაგრძელება
|
1 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მემორიალი.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა გაიხსენეს ხარაგაულის რაიონიდან გმირულად დაღუპულთა სახელები და მათ ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. დასასრულს ხარაგაულელმა რეზერვისტებმა შეასრულეს სიმღერა:"ორფოლოში თენდება". მოგეხსენებათ ეს მუსიკალური კომპოზიცია დაწერილია თვითონ რეზერვისტების მიერ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
...
კითხვის გაგრძელება
|
« 1 2 ... 18 19 20 21 22 » |
|
|