მთავარი » 2010»მარტი»20 » ლელო! ლელო! საქართველო 36-8 რუსეთი (დიდ ეკრანზე კინოეატრში)
18:28
ლელო! ლელო! საქართველო 36-8 რუსეთი (დიდ ეკრანზე კინოეატრში)
დღეს 20 მარტს,თურქეთში,ქალაქ ტრაბზონში ,,აქჩააბათი''-ს სტადიონზე საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სარაგბო გაკვეთილი ჩაუტარა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს და დაუნდობელი ანგარიშით გაანადგურა.ეს უპირატესობა არ მარტო ანგარიშში,არამედ სათამაშო კლასში გამოიხატა,ჩვენმა ბიჭებმა ყველა სარაგბო კომპონენტში დაჯაბნეს პრინციპული მეტოქე.
საქართველო 36-8 რუსეთი
უდიდესი დაინტერესება გამოიწვია ამ მატჩმა საქართველოში,ტრაბზონის სტადიონი პირთამდე გაავსო საქართველოდან ჩასულმა მაყურებელმა,ვინც წასვლა ვერ მოახერხა,სხვადასხვა ქალაქებში დიდ ეკრანზე უყურებდა ამ თამაშს.
როგორც ჩვენი საიტი იუწყებოდა ხარაგაულშიც შეეძლო გულშემატკივარს დიდ ეკრანზე რაგბის ნახვა და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ქომაგობა.კინოთეატრის შენობა ბოლომდე გაივსო რაგბის გულშემატკივრებით,ხარაგაულელები დიდი ემოციით შორიდან ამხნევებდნენ ეროვნულ გუნდს და თვითოეულ მოპოვებულ ქულაზე დიდი ოვაცია და ჟივილ–ხივილი ისმოდა,ლელოს დროს კი მთლიანად ზანზარებდა კინოთეატრის კედლები.
ჩვენების ინიციატორი ხარაგაულის ნაციონალური მოძრაობა.