შეიქმნა ბუჩიძეების"საგვარეულო კავშირი"-ს ფონდი,რომლის მიზანია ბუაჩიძეთა მშობლიური სოფლის, ფარცხნალისათვის,სასიკეთო საქმიანობის გაწევა. პირველ რიგში გადაწყვეტილია სოფლის ეკლესიის მოვლა–პატრონობა: უნდა გაკეთდეს ეკლესიის გალავანი. ფარცხნალის ეკლესია აგებულია მე–19 საუკუნეში,არის დარბაზული სტილის და ატარებს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელს. გალავნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.