დღეს თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში ,,აქჩააბათი''-ს 6000-იან სტადიონზე თბილისის დროით 17:00-ზე დიდი რაგბია: საქართველო – რუსეთი. ამ შეხვედრას სპორტულთან ერთად პოლიტიკური მოტივიც აქვს.დღევანდელი პოლიტიკური დაძაბულობის გამო აღნიშნული მატჩი ნეიტრალურ მოედანზე იმართება.
მიუხედავად იმისა,რომ ორივე ქვეყნის გუნდმა უკვე მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, ამ მატჩში დამატებით მოტივაციას ევროპის ერთა თასის მოპოვების შანსიც სძენს:ამ წყვილში გამარჯვებული ერთა თასის მფლობელი გახდება იმ სემთხვევაში,თუ რუმინეთის ნაკრები დამარცხდება პორტუგალიაში.
საქართველო და რუსეთი დღემდე 13-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 11-ჯერ საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 1-შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 1-იც რუსების გამარჯვებით.
მატჩში ჩვენების საქომაგოდ 5700 ქართველი ქომაგი გაემგზავრა ამ დღეებში თურქეთს და იქიდან გაამხნევებენ ბორჯღალოსნებს, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში დიდი მონიტორების დაყენებაა დაგეგმილი, რომ ხალხმა ერთად უყუროს ამ უპრინციპულეს შეხვედრას.
სხვა ქალაქებს მსგავსად დღეს ხარაგაულის კინოთეატრში ყველა გულშემატკივარს შეუძლია მოვიდეს და დიდ ეკრენზე უქომაგოს ქართველ ბორჯღალისნებს (მოგეხსენებათ ნაკრების ერთ–ერთი წევრი – ბიძინა სამხარაძე ხარაგაულელია)
მოსული გულშემატკივარი შეხვედრის დაწყების წინ ნახავს ქართული სპორტის ისტორიის სამახსოვრო მომენტებს.
მანამდე კი გავიხსენოთ ქართულ რუსული სარაგბო დაპირისპირების ჩვენთვის ესოდენ სასიამოვნო მომენტები: