ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების
წევრი ნოდარ ქუმარიტაშვილი. 21 წლის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ციგით შეჯიბრში უნდა გამოსულიყო, სავარჯიშო დაშვებისას ტრასიდან გადავიდა და დიდი სიჩქარით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს,ნოდარი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.. ხარაგაულის საიტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ნოდარის ოჯახს და სრულიად საქართველოს.