სტატისტიკა |
|
|
სულ საიტზე: 1 სტუმრები: 1 მომხმარებლები: 0
| |
|
მთავარი » 2010 » თებერვალი » 21
ხარაგაულის გამგებელმა ხარაგაულის ახალგაზრდობას (XII კლასელები, მათ შორის მეც გახლდით) საჩუქარი გაუკეთა და დაპატიჟა მომღერალ ლელა წურწუმიას საქველმოქმედო კონცერტზე ქალაქ ქუთაისში.
კონცერტი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ბილეთის ფასი შეადგენდა 10 ლარs (ხარჯები მთლიანად გამგებელმა გაიღო), კონცერტი საღამოს 6 საათზე იწყებოდა, ჩვენ კი რამოდენიმე მიკროავტობუსით ხარაგაულიდან 12 საათზე გამოვედით, მოვინახულეთ გელათი, დავითის ეპოქის უმშვენიერესი ქმნილება, ბაგრატის ტაძარი, რომელსაც ამჯამად რეკონსტრუქცია უტარდება, მოწამეთა,
|
10 თებერვალს, ქუთაისში,ბაგრატის ტაძრის ეზოში,ზურაბ ნოღაიდელისა და ''ედინნაია როსიას'' თანამშრომლობის მემორანდუმი დაიგმო.
ქუთაისელმა სტუდენტებმა და იმერეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიცი დადეს, რომ არასოდეს შეეგუებიან ერის მოღალატეების მიერ ჩვენი სამშობლოს ხელში ჩაგდებას და განაცხადეს, რომ არასოდეს შეურიგდებიან ოკუპანტებთან ასეთ თანამშრომლობას. მათ გააპროტესტეს აღნიშნული მემორანდუმი. ბაგრატის ტაძრის ეზოში ორიათასამდე ახალგაზრდა შეიკრიბა.
...
კითხვის გაგრძელება
|
ხარაგაულში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსის "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" I რაიონული ეტაპი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ხარაგაულის რაიონის სკოლის მოსწავლეთა გუნდები. კონკურსი ჩატარდა ორ ასაკობრივ ჯგუფში. პირველ ჯგუფში გაიმარჯვა ბორითის საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მეორე ასაკობრივ ჯგუფში კი ხარაგაულის სასულიერო სკოლა-გიმნაზიის გუნდმა "უბისი". კონკურსში გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას განაგრძობენ რეგიონალურ ტურში, რომელიც ქუთაისში გაიმართება.
|
|
|
|
|