10 თებერვალს, ქუთაისში,ბაგრატის ტაძრის ეზოში,ზურაბ ნოღაიდელისა და ''ედინნაია როსიას'' თანამშრომლობის მემორანდუმი დაიგმო.
ქუთაისელმა სტუდენტებმა და იმერეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიცი დადეს, რომ არასოდეს შეეგუებიან ერის მოღალატეების მიერ ჩვენი სამშობლოს ხელში ჩაგდებას და განაცხადეს, რომ არასოდეს შეურიგდებიან ოკუპანტებთან ასეთ თანამშრომლობას. მათ გააპროტესტეს აღნიშნული მემორანდუმი. ბაგრატის ტაძრის ეზოში ორიათასამდე ახალგაზრდა შეიკრიბა.
აქციაში მონაწლეობა მიიღო 150–მა ხარაგაულელმა,მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გლუნჩაძის ხელმძღვანელობით ხარაგაულელებიქუთაისს მანქანების დიდი კოლონით ესტუმრნენ.მათ ისევე როგორც აქციის ყველა მონაწილემ ფიცის წიგნს მოაწერეს ხელი.