ხარაგაულის გამგებელმა ხარაგაულის ახალგაზრდობას (XII კლასელები, მათ შორის მეც გახლდით) საჩუქარი გაუკეთა და დაპატიჟა მომღერალ ლელა წურწუმიას საქველმოქმედო კონცერტზე ქალაქ ქუთაისში.
კონცერტი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ბილეთის ფასი შეადგენდა 10 ლარs (ხარჯები მთლიანად გამგებელმა გაიღო), კონცერტი საღამოს 6 საათზე იწყებოდა, ჩვენ კი რამოდენიმე მიკროავტობუსით ხარაგაულიდან 12 საათზე გამოვედით, მოვინახულეთ გელათი, დავითის ეპოქის უმშვენიერესი ქმნილება, ბაგრატის ტაძარი, რომელსაც ამჯამად რეკონსტრუქცია უტარდება, მოწამეთა,
წმ. დავით და კონსტანტინე მხეიძეების სამუდამო სამყოფელი (იქ მათი თავის ქალებია განთავსებული),
შემდგომ ამისა ჩვენ გავემართეთ სპორტის სასახლეში, სადაც აღნიშნული კონცერტი იწყებოდა, დავესწარით კონცერტს და დავუბრუნდით ჩვენს მშვენიერ ხარაგაულს. P.S ყველა ახალგაზრდას სახელით მინდა მადლობა გადავუხადო, ხარაგაულის გამგებელს, რომელმაც ასეთი მშვენიერი დღე გვაჩუქა.
ავტორი – ბექა ჭყოიძე
|