მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
როგორც ყველა მოქმედ ტაძარში, ხარაგაულის ეკლესიაშიც დღეს მამა ფილიპემ წირვა ჩაატარა და ბზა აკურთხა.
ვილოცოთ უფლისა მიმართ და შევთხოვოთ წყალობა და მფარველობა.