4 ამაისს ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი იწყება. ფესტივალი თითქმის მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება და 26 მაისამდე გასტანს. პროგრამაშია არაერთი გასართობი ღონისძიება: ფესტივლის პირველივე დღიდან სტარტს აიღებს "მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი" მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შრის. ასევე სკოლებს შორის გაიმართება ინტელექტუალური თამაში "რა! სად! როდის!" და მინიფეხბურთის ტურნირი ხელოვნურსაფრიან მოედანზე. ჩატარდება სპორტულ შემეცნებითი შეჯიბრი "დიდი თამაში", გაიმართება აქცია თემაზე "ხარაგაული ხვალ", 9 მაისს მოეწყობა ფილმის ჩვენება. მოეწყობა მოსწავლეთა ფოტონამუშევრების გამოფენა თემაზე "მე ♥ ხარაგაული" სტარტს აიღებს მუსიკალური კონკურსი "დო–რე–მი" 26 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და ფესტივლის დახურვის ცერემონიალი. ფესტივლის ორგანიზატორები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხარაგაულის კულტურის სამსახური, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის ახალგაზრდული ორგანიზაცია.
ავტორი – გივი კურტანიძე
|