უკრაინის ქალაქ ვინიცაში, 5-დან 9 მაისსის ჩათვლით გაიმართა საერთაშორისო საბავშვო–საყმაწვილო საესტრადო კონკურსი "ოქროს ქოლგა" ("Музична парасолька") რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი მომღერალი თიკო ლურსმანაშვილიც იღებდა მონაწილეობას.
როგორც თიკომ მიამბო საქართველოდან ორი მონაწილე იყვნენ. ვინიცაში ჩასვლის მეორე დღეს რეპეტიციები ჰქონიათ, მესამე დღეს იმართებოდა კონკურსი.
კ ონკურსის წინ თიკოსთვის სიცხეს მიუცია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გამოსულა და უმღერია. გალა– კონცერტზე თვითოეული მონაწილის მიერ ნამღერი ორი საკონკურსო სიმღერის შემდეგ გამოუცხადებიათ საპრიზო ადგილები, საბოლოოდ თიკო ქულების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ქულით ჩამორჩა პირველადგილოსანს.
დიდი კარიერის ერთ–ერთი საწყისი ეტაპი ყოფილიყოს ეს წარმატებული გამოსვლა თიკოსთვის.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც თავად თიკომ მომაწოდა.