სამშაბათი, 16.04.2024, 11:48
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » კალმით ნაწერი

                                                          შენ...

    შემოდგომის თბილი საღამოა,მზე უკვე ჩასვლას აპირებს, წამოწოლილა ცამრგვალზე და ყურადღებით აკვირდება ვარდისფერი სხივებით განათებულ არემარეს, თითქოს უკანასკნელ სხივთა ნაკადს აგზავნის გამოსამშვიდობებლად.

... კითხვის გაგრძელება

Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1672 | Добавил: arqiteqtor | Дата: 01.12.2010 | Комментарии (1)

ჩვენ მივტირივართ უსამართლობას,
არარაობას,განა რაობას?
წარსული ფიქრის წასულ ნაკვალევს,
გულს დარდი სტკივა და სულს აწვალებს.
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის,
ვიღაც გზაშია, მგონი დაეცა .
მოხუც ქალბატონს ამძიმებს ტვირთი
დახმარებას სთხოვს ვიღაც გარეწარს....
    ლურჯა ცხენები სად წაიყვანეს?
    გაფრინდნენ?არა მხედარს ელიან
    ვინც ჩვენ შოკოლადს უფასოდ გვაძლევს

    გაიგე?-თურმე ჩვენი მტერია !
 ხელი ჩამკიდე, მაღლა ავიდეთ.
გაჩვენო ის,რაც სინამდვილეა.
მერე შემინდე...მიზეზი ამის
ალბათ უბრალოდ სიყმაწვილეა.



Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1933 | Добавил: nutu | Дата: 19.06.2010 | Комментарии (27)

           ტიტებს აუვსიათ ქალაქი
          
           წითელი ფერია ყველგან,
 
           განა გლოვაა რაღაცის–
 
           ღიმილი დაჰფენია ყველას!!!
 
 
         
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1599 | Добавил: misisarqiteqtor | Дата: 15.06.2010 | Комментарии (0)

      ჩემი ქვეყნის მთები
      დიადი და მხნე!
      მარად მწვანე ველი
      ყველა ბრძოლის მძლე!
 
 
საქართველო, ძველთა ძველი
ლამაზი და მშვენიერი,
საუცხოო ჩვენი მხარე
ხალხიც ცხოვრობს წესიერი:
 
 
      იმერლები – ჭკვიანები..
      რაჭველები ცოტა ნელნი..
      კახელები მშრომელები..
      მეგრელები ბევრზე ბევრნი..
      აფხაზები დღეგრძელები..
      ქართლელები ბევრის მთმენნი..
      გურულები კვიმატები..
      და სვანები ვაჟკაცები..
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1603 | Добавил: misisarqiteqtor | Дата: 23.04.2010 | Комментарии (3)

მხატვრის ფუნჯი 
დროს შეაჩერებს,
თვალების სევდა 
ჩარჩოში მოექცევა.
 
             ჩარჩო სარკმელია
             სულის სარკმელი,
             სული იქიდან
             ცაში აფრინდება.
 
ციური სივრცის
ლაბირინთებში
ეს აღმაფრენა
ღრუბლებს გასცდება.

             დაჰბერავს ქარი,
             მარტოსული ფოთოლივით
             მონავარდე,
             დაჰბერავს ქარი

და მოცეკვავე
უცხო ქალი
გააასმაგებს მხატვრის
სევდას უმშვენიერესს.

Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1554 | Добавил: arqiteqtor | Дата: 03.04.2010 | Комментарии (0)

                  ***
მითი და ლეგენდა უთხრობიათ
ჩვენამდე მოაღწია ზღაპრად,
ამ ციხეს ამაყად გადმომზირალს
უთუოდ ახსენებთ ალბათ.
მტარვალი ვერაგობით შემოსულა,
ციხეს დასცემია ზარი;
ცრემლი დაუღვრიათ აქ ქართველ დიაცებს
ციხეს გასჩენია ბზარი.
ეს ყაყაჩოების ბაღი არ გეგონოთ,
სისხლია წინაპრების ჩვენის,
იქ ქვაბი სახატე უშენიათ,
აქეთ გუმბათები შვენის.
აქ თამარ დედოფალს ულოცია
ცრემლი დასდენია თვალზე,
აქ ჩვენს წინაპრებსაც უბრძოლიათ,
სისხლი უზღევიათ ურჯულო მტარვალზე.
ეს მითი ლეგენდად უთხრობიათ
ჩვენამდე მოაღწია ზღაპრად,
ამ ციხეს ამაყად გადმომზირალს,
უთუოდ ახსენებთ ალბათ.
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1474 | Добавил: arqiteqtor | Дата: 29.03.2010 | Комментарии (0)


ჰოი, საქართველო გატანჯულო,
ღირსებით შეწირულო,უღირსთ განწირულო,
და მაინც უფლისგან დალოცვილო.

ჰოი, ქართლის დედა, მტერი სულ თან გდევდა,
 უღურსთ ამეფებდა,კეთილს კი არბევდა,
მაგრამ ურჯულონი,ვერარას გაკლებდა.

ჰოი, ქეთევანო რჯულის შემნახველო,
წამებით გატანჯულო და სულით ნათელო,
აღმაშენებელო ლოცვად სულნათელო.
ჰოი თამარ ქალო,პატარა სანთელო
ლოცვად დანთებულო სპეტაკო კანდელო.

მხოლოდ ერთს გევედრებით
მხოლოდ ერთს გევედრებით
ლოცვად დაგვიფაროთ მთელი საქართველო.
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1495 | Добавил: arqiteqtor | Дата: 29.03.2010 | Комментарии (1)

            ***
   ოდა მოსახლეობა
   გადამდგარი ხეობა
   ქორწინების დღეობა
   ჯერ ნელია ღრეობა

   მოშიშხინე მაყალი _
   მოსუფრეთა თაყვანი,
   ქალი თვალებმაყვალი
   ცხენით გადმონაყვანი.

   ლხინის აყალმაყალი _
   ყანწებს ისვრის მაყარი,
   მოჩანს ვნების ხანძარი,
   მოლოდინით ნაძალი
   ქეიფს განდგომილია
   ღამე და პატარძალი.                    
                     
                     ***
სასაფლაოთა დავსცქერი ქვესკნელს
ახალგაზრდობას ... კითხვის გაგრძელება
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1725 | Добавил: arqiteqtor | Дата: 29.03.2010 | Комментарии (1)

კლანჭებით და ღმუილით დააქვს ხმალი და ფარი
არ სჭირდება სოროთა შიშის თავშესაფარი,
დააბრძანებს სილაღეს ბედია ძალმომრეობა,
მაგრამ,აკოჭლებამდე მეფობს ლომის ფაფარი.
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1656 | Добавил: arqiteqtor | Дата: 29.03.2010 | Комментарии (0)

ქვეყნად ბევრია დაბაც, ქალაქიც
შენზე დიდები ათჯერ, ათასჯერ,
მაგრამ მე შენი ოდა–სახლები
სულ მირჩევნია ყველა ცათამბრჯენს.
მე მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს ბედნიერად,
მე შენს ხრიოკებს ვერ შეველევი,
მე ჩემებური სიყვარული მაქვს,
და სხვას იქნება ვერც შევედრები,
მაგრამ ნუ მიწყენ უბრალო მოკვდავს,
თუ ისე ვერ ვთქვი რისი ღირსიც ხარ,
მთავარი არის შვილი ვარ შენი,
და გულში მუდამ ხატად მიზიხარ.
მე შენი ძე ვარ,მწყემსი ვარ შენი,
შენი ჭირის და ლხინის მოწილე,
ჩემთვის სამშობლო იწყება შენით
და მინდა ბევრი მყავდეს მოცილე.
მე ერთი ქვა ვარ შენი მდინარის
ჩხერიმელა რომ ქვია სახელად,
წყალს ნუ გამატან,გამომიყენე
შენი კედლების ასამაღლებლად.
მე მტევანი ვარ შენი ვაზისა
სიმინდის ყანის ერთი მარცვალი,
შენი ფესვიდან აღმოვცენდი და
შენს მიწაში ვარ დასამარხავი.
ნაპერწკალი ვარ მე პაწაწინა,
Категория: კალმით ნაწერი | Просмотров: 1917 | Добавил: arqiteqtor | Дата: 15.03.2010 | Комментарии (2)

1 2 »
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024