ჩემი ქვეყნის მთები
დიადი და მხნე!
მარად მწვანე ველი
ყველა ბრძოლის მძლე!
საქართველო, ძველთა ძველი
ლამაზი და მშვენიერი,
საუცხოო ჩვენი მხარე
ხალხიც ცხოვრობს წესიერი:
იმერლები – ჭკვიანები..
რაჭველები ცოტა ნელნი..
კახელები მშრომელები..
მეგრელები ბევრზე ბევრნი..
აფხაზები დღეგრძელები..
ქართლელები ბევრის მთმენნი..
გურულები კვიმატები..
და სვანები ვაჟკაცები..
მთიულები მებრძოლები..
ლეჩხუმლები სავსე ჭერით..
აჭარლები ზღვით და გემით.. ხევსურები გუდის ყველით
აი, ჩემი საქართველო!
მსოფლიოში ერთადერთი!
გაბრწყინებულს მალე ვნახავთ
ამაში ხომ მეთანხმებით?
მალე შეცვლის ბნელსაც თეთრი
გადმოგვხედავს კვლავაც ღმერთი!
და ამისთვის ერთად ვდგებით
აბა მარტო მე რას შევცვლი?!
ასე ბევრნი, ასე მთმენნი
შვილები ვართ ჩვენი ქვეყნის!!
გაბრწყინდება საქართველო!!
მომსწრენი კი ჩვენ გავხდებით.
დახმარებას ისევ ღმერთს ვთხოვთ–
დაგვილოცე ჩვენი ერი!!!!
|