გ.რჩეულიშვილი "ნელი ტანგო" (გალექსა ბ. შველიძემ) - 4 მარტში 2010 - გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება - ხარაგაული და ხარაგაულელები
ორშაბათი, 05.12.2016, 07:24
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
კალმით ნაწერი [20]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ხელით შექმნილი [0]
გააცანი ხარაგაულელებს საკუთარი შემოქმედება
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » მარტი » 4 » გ.რჩეულიშვილი "ნელი ტანგო" (გალექსა ბ. შველიძემ)
15:22
გ.რჩეულიშვილი "ნელი ტანგო" (გალექსა ბ. შველიძემ)
გ.რჩეულიშვილი "ნელი ტანგო" -გალექსა ბადრი შველიძემ

სოხუმის საცურაოზე
გიტარა აჟღერებოდა,
შუა მზის გულზე უღმერთოდ
მოაგარაკე ხმებოდა.

ბიჭი პატარა, შიშველი
მარილიან წყალს შევარდა
ლამაზ მკლაურით გაცურა
დროდადრო ფილტვებს ბერავდა.

მისი შემყურე მშობელი
ამაყად იგრიხებოდა,
მოცურავეა ნამდვილი
ეჭვი აღარა ჩნდებოდა.

ბავშვი გადასცდა დროშასაც,
დაღლა არ მიჰკარებოდა,
ორმოც მეტრს კიდევ იცურა,
მიწა თვალს მიჰფარებოდა.

ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე
წამომჯდარიყო ლაღადა,
შორს გაჰცქერიან თავის შვილს
თავი რომ უჩანს ლაქადა.

შეწუხდა მშობელი დედა
ბიჭმა ძალზე შორს შეტოპა,
მაშინვე წყალში შევიდა
რაღაცა იგრძნო ეტყობა.

ქმარი გულაღმა წამოწვა
გულს არაფერი აკარა.
ნიავმა წამოუქროლა
თვალს ქვიშა შემოაყარა.

კაცი მაშინვე წამოდგა
შორეულ ტალღებს გაჰხედა,
უყურებს ბიჭუნას თავი
ხან ჩნდება, ხან კი გაქრება.

ხედავს იმ მიმართულებით
კიდევ მეორე მიცურავს,
ქუდზე სცნო თავისი ცოლი.
(წყალში შესვლისას იხურავს)

მზემ კიდევ უფრო აცხუნა
ტალღები არა სრულდება,
კაცს ეჭვის ჭია შეუჩნდა
ბიჭი რატომ არ ბრუნდება.

დაბნეულ, გაკვირვებული
თვითონაც ზღვაში შავიდა,
თავისი ზორბა მკლავებით
ერთ მოსმით დროშას გავიდა.

კარგა ხანს ასე იცურა
ხუთასი მეტრი გალია,
ცოლი და შვილი არ ჩანან
ალბათ კიდევ შორს არიან.

კვლავაც კარგა ხანს იცურა
მკლავს ღონე კვლავ შერჩენია,
სამას ნაბიჯზე შენიშნა
ის, ვინაც დასარჩენია.

მსწრაფლადვე მათკენ გასწია
გააპო ტალღა მღელვარი,
ცოლთან მივიდა, შეატყო
რაღაც რიგზე რომ ვერ არი.

ქალმა შვილისკენ ანიშნა
სახე რომ გადამანჭვოდა,
მამამ იმწამსვე დაყვინთა
ბიჭს ფეხი გადანასკვოდა.

განასკვულ ადგილს უკბინა
ბიჭუნამ ნაპირს აშურა.
ახლა ქალია  ცუდადა
დაღლილმა ფსკერს მიაშურა.

მამამ ცოლს ხელი მოჰხვია
შვილს გამოუდგა უკანა,
ბიჭი წყალს ყლაპავს, ძირს მიდის
წყალზე ვერ ივლის მუდამა

ახლა ორივეს მიათრევს
რაღაც უფეთქავს მკერდთანა,
ცოლ-შვილი გადაარჩინა
თვითონ წავიდა ღმერთთანა.
კატეგორია: კალმით ნაწერი | ნანახია: 1179 | დაამატა: nutu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 arqiteqtor   (04.03.2010 17:32)
ყოჩაღ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016