ხარაგაული და ხარაგაულელები - ხუროთმოძღვრული ძეგლები
პარასკევი, 04.09.2015, 10:44
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  სექტემბერი 2015  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 0
სტუმრები: 0
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია უბისა, IX საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა XIV საუკუნეში მხატვარ დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია IX-X საუკუნეების მიჯნის ძეგლი და განვითარებული შუა საუკუნეების კახორი. სოფელ საქასრიაში დგას წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს. სავანის ეკლესიის ნაშთები. ისტორიული ტაძრები დგას სოფლებში: მარელისი, ვერტყვილა, გედსამანია, ბჟინევი, თეთრაწყარო, ხონი, ვანი, ბორი, ვარძია, ხევი, ზედუბანი, ამაშუკეთი.

საერო ძეგლებიდან აღსანიშნავია ვახანის ციხე ასევე ციხეები სოფლებში ლაშე, ბაზალეთი, ჩხერი. გვიან ფეოდალური ხანის კოშკები დგას სოფლებში ნადაბური, მოლითი, ლეღვანი, ჩრდილი.

.უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი (მამათა მონასტერი)

   ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაძაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ.

   უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღწერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.

   გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».

   ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შესრულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუნეებისათვის.

   აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარი ღა, რადგან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს: «მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკინოზთა 535».

    ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მე ფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.

   ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ: «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭ ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმე ლი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კედელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-და სავ ლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყველაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგურით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს».

   თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...

   მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.

   ფრესკები XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრუ ლებელი, არამედ მისი აღზრდილი დამოწაფე გერასიმე.

   ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა».

wikipedia.org

 

http://ubisa.ge/

.ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია XI-XIII ს.ს. (რესტავრაცია 1777 წ.)

   როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, ვარძიაში სამონასტრო კომპლექსი ჯერ კიდევ XI-XIII საუკუნეში აუშენებიათ, მაშინდელი ტაძრის მოჩუქურთმებული ქვები ახლანდელი ტაძრის კედლებშია ჩატანებული. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ მესხეთის ვარძიიდან გადმოსვენებული დედაღვთისას ხატის სახელზე. (წმინდა ხატი 1924 წლამდე სწორედ ვარძიაში ინახებოდა, შემდეგ თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანა ხელოვნებადმცოდნე შალვა ამირანაშვილმა) სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი სამრეკლო და ეკლესია რესტავრირებულია 1777 წელს მონასტრის წინამძღოლის, ნიკოლოზ ყიფიანის მიერ.

   1783 წელს, იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა ვარძიის ეკლესია მთელი თავისი ქონებით კვიპროსის კიკოსის მონასტერს შესწირა. კვიპროსიდან იგზავნებოდნენ მოხელეები, რომლებიც შესაწირს კრებდნენ ადგილობრივი გლეხებისგან. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი არქიმანდრიტის, იონიკიოზის დროს შეიმკო ვარძიის ისტორიული ხატი და ხელი შეევლო სამრეკლოს. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან ვიგებთ, მოგვიანებით, სხვა არქიმანდრიტების მიერ ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ჩაგვრას. ისინი შვიდ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ვარძიაში და გადასახადს კრებდნენ. 1905 წლის რევოლუციის დროს გლეხები შეიჭრნენ მინასტერში და არქიმანდრიტი გააქციეს.

   ამჟამად ეკლესია მოქმედია, აქ ყოველი წლის 27 აპრილს აღინიშნება დედაღვთისობა, აქ თავს იყრის უამრავი მომლოცველი, შემორჩენილია ცხვრის შეწირვის ტრადიცია.

 

.ნუნისის მამათა მონასტერი IX-X

   ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა.

   საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ჰქონიათ დაზიანებული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით,ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა იმერეთის ეპისკოპოსმა, წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე).

წყარო – http://nunisi-monasteri.ge

.კახორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (მარცხნივ)

   სალოცავის სახელწოდების შესახებ ლეგენდა შემდეგს მოგვითხრობს: თამარ მეფეს ორი კახელისთვის წმინდა ქვები გაუტანებია, თუმცა ისინი გზად ამ მთაზე გადასულან და დაღუპულან. შემდეგ ამ ადგილზე ხალხს ეკლესია აუშენებია და ადგილის სახელიც ამ ორ კახელს (კახ–ორი) უკავშირდებაო.

   თქმულება ასევე მოგვითხრობს, რომ ეკლესიის მშენებლობისას ხალხს "ჯაჭვი" გაუკეთებიათ და ხელიდან ხელში აწვდიდნენ სამშენებლო მასალას რათა მთამდე აეტანათ. XX საუკუნის 20-30 წლებში, იმერეთში უმოგზაურია გიორგი ბოჭორიძეს და უნახავს კახორის ეკლესია, მისი ჩანაწერები დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობის შესახებ.

   ეკლესია XXI საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, წლების მანძილზე აქ ხალხს მხოლოდ იმ ეკლესიისგან შემორჩენილი საძირკველის ნაშთი ხვდებოდათ, რომელიც 30-იან წლებში კომუნისტებმა ააფეთქეს და მიწასთან გაასწორეს. ყოველი წლის 28 ივლისს აქ აღინიშნება კახორობა, მიდიან მომლოცველები, სწირავენ სხვარს და ფრინველებს, შემდეგ ბუნებაში ქეიფობენ.

 

.ფარცხნალის წმ. ივლიტასა და კვირიკეს სახელობის ეკლესია. (მარჯვნივ)

ტაძარი აგებულია მე–19 საუკუნეში,არის დარბაზული სტილის და ატარებს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელს.

წმინდა გიორგის მამათა მონასტერი ხევი (რიკოთი) XV ს.

   რიკოთის უღელტეხილზე, ულუმბოს მთაზე, ზღვის დონიდან 1062 მ-ზე, სოფელ ხევის აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, არის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი. ქართლის ცხოვრებაში (ტ. IV) ნახსენებია ჭერთჰევის ხევი "ამ ხევვს ზევით არის მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგი მამათაგანის ქმნული და დაფლული არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი" წმ. გიორგის სახეობის მონასტერი, რომელიც თემურ-ლენგმა დაანგრია, XV ს. ხელახლა აუშენებია ქუცა ამირეჯიბს, ამიტომ დღემდე ეკლესიას და მთას შემორჩა მისი სახელი... სოფლის მცხოვრებთა განმარტებით მონასტერს ეწოდება "მთაწმინდა ჯვარპატიოსანი"

   ეკლესია გვიან შუასაუკუნეებს განეკითვნება. იგი მთლიანად შელესილია და თეთრადაა შეღებილი. ეკლესია სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარ წრიულ აბსიდით, სადაც ორი ოთხკუთხა ნიშანია. ერთი სამხრეთით მეორე ჩრდილოეთით. დარბაზი ნათელია სამხრეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთის ფასადზე არსებული პატარა ოთხკუთხა სარკმეველით. ეკლესიას შესასვლელის სამხრეთიდან აქვს. სოფელში არის ლეგენდა და ვერსია, რომ ვინაიდან VI ს. წმინდა მამის მიქაელ ულუმბოელის სავანე დღემდე მიუკვლეველია, ულიმბოს მთაზე, დანგრეული მონასტრის ნანგრევებს შორის შესაძლოა იყოს წმ. მიქაელის საფლავი.

.ჩხერის ციხე XV-XVII ს.ს.

  ჩხერის ციხე (ანუ ზარნის ციხე,ანუ მელისკარი) ერთ–ერთი უძველესი ნაგებობაა ხარაგაულის ტერიტორიაზე. ერთ–ერთი გადმოცემის მიხედვით ამ ციხეში ღამე დავით აღმაშენებელს გაუთევია. როგორც ისტორიული წყაროებით ვიგებთ,ციხე აგებულია XV-XVII საუკუნეებში.

   დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთის მხრიდან დაცული იყო ლიხის ქედით,შემომავალი გზა კი კარგად იყო გამაგრებული ვახანის,ჩხერის და ხარაგაულის ციხეებით.ცნობილია,რომ თვით საშინელმა მტარვალმა თემურ–ლენგმაც კი ვერ გაბედა ამ გზით წამოსვლა და შორაპნამდე შემოვლითი (ღოდორა–ლიჩის) გზით, ამაშუკეთის გავლით ჩავიდა.

   ჩხერის ციხის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს:''ჩხერიმელაზევე,არს სამხრით ჩხერის ციხე,მაგარი და მტერთაგან აუღებელი.ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად,ანუ წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა(ქართლის ცხოვრება მე–4 ტომი 758 გვ.)

   ჩხერის ციხის მფლობელნი აბაშიძეები იყვნენ.ხარაგაულში არსებობდა ამ გვარის სამი განშტოება: ფინეზიშვილი აბაშიძეები – ჩხერის ციხის მფლობელნი მამუკაშვილი აბაშიძეები – ხარაგაულის ციხის მფლობელნი ღაბუაშვილი აბაშიძეები (მოგვიანებით გამოეყვნენ ლაშელი აბაშიძეების სახელით)

   მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩხერის ციხეს ღონენ აბაშიძე ფლობდა. 1762 წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა ეს ციხე ნიკოლოზ ფინეზიშვილი აბაშიძისგან შეისყიდა.ამის შემდეგ იწოდებოდა სამეფო ციხედ და ფლობდა სამ ზარბაზანს,სამ ზამბულაკს და ათ საციხე თოფს.

   1774 წელს როდესაც ვახანელმა აბაშიძეებმა თურქოსმალთა ათასკაციან ამალას იმერეთისაკენ გზა გაუხსნეს,ჩხერის ციხესთან სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ სასტიკად დაამარცხეს ოსმალები.ეს იყო ''ჩხერის ბრძოლა'' 1774 წ.

   1810 წელს როდესაც სოლომონ მეორის ინიციატივით დაიწყო რუსთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართული ''იმერეთის აჯანყება'', რუსებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩხერის ციხის მეციხოვნეებმა,რის გამოც რუსმა ''სალდათებმა'' გადაწვეს სოფელი ჩხერი.

ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე

 

.ვახანის ციხე X-XI ს.ს.

ვახანის ციხე ისტორიული წყარობის მიხედვით X-XI საუკუნეების ძეგლია. ამ ციხეშიც ღამე გაუთენებია მეფე დავით აღმაშენებელს.

   ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით ქართლისკენ, მეორე კი მესხეთისკენ რკინისჯვრის გავლით. XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. 1785 წლის შემოდგომაზე 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია. 1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში „ელაზნაურში“, მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარრწმუნებულ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს სოლომონ II შორის იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც „ელაზნაურის შეთანხმების“სახელწოდებით არის ცნობილი.

ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლების სურათები

სტატია წიფის ობელისკის შესახებ

დევისხვრელი

 

სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 728

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2015