სამშაბათი, 19.03.2024, 12:02
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

.ხარაგაული – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში.

 

http://kharagauli.ucoz.com/index/kharagaulis_munitsip'alit'et'i/0-88              

                                                                              
 
        
                                              რუკის გასადიდებლად  დააწკაპუნეთ 
.ისტორია
 
   ხარაგაულის ისტორიული ტერიტორია მარგვეთის საერისთაოში შედიოდა. აქ გადიოდა ,,აბრეშუმის გზა'' . 
  ფეოდალურ ხანაში ხარაგაულის ამჟამინდელი ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. აქ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ხარაგაულის ტერიტორია მეტად ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი იყო. ამას მოწმობს პიტიახშთა საგვარეულო სამარხი, რომელიც აღმოჩენილია სოფელ ბორში ძვ. წთ. აღ. I და ახალი წთ. აღ. მე-3 საუკუნეებში. უნიკალურია ასევე ოქროს ნივთებით მდიდარი სარგვეშის სამაროვანი ახალი წთ.აღ. I- IV ს. და ლეღვნის სამარხეული კოლექცია.
 
   ხარაგაულის სახელწოდებაც დიდ "აბრეშუმის გზასთანაა"დაკავშირებული, კერძოდ: ის ადგილები,სადაც ახლა დაბა ხარაგაული მდებარეობს ხეობაში მგზავრების დასასვენებელ ადგილი იყო, მიმავალი ქარავნები ხშირად ისვენებდნენ ჩხერიმელას ხეობის გაშლილ ადგილზე,დასვენების დროს ხეობაში ხორაგი გროვდებოდა და ეს სახელწოდება და ეს ამბავი ლეგენდის სახით შემორჩა ამ ადგილის შესახებ.
 
ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა ''სამეფოსა საქართველოსა''–ში ამ ადგილზე ხორაგეულის ციხეს მიუთითებს,ეს ციხე ეკუთვნოდათ მამუკაშვილ აბაშიძეებს და ციხის ადგილმდებარეობა დღეისათვის ცნობილი არ არის.
 
დაბა ხარაგაულის დაარსება ჩვენ ქვეყანაში სარკინიგზო მოძრაობის შემოსვლასთანაა დაკავშირებული. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-ან წლებში გაჩნდა, რკინიგზის მშენებლობა კი 1965 წელს 1 მაისიდან დაიწყო. 1872 წელს გაიხსნა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზი, ხოლო ხარაგაულის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ხარაგაულის, როგორც ადნიმისტრაციული ცენტრის ჩამოყალიბებას.
 
"ცარიზმის დროს ხორაგეულს ''ბელაგორს'' უწოდებდნენ. თქმულება მოგვითხრობს, რომ როდესაც ერთმა რუსმა მთავარმმართებელმა ზამთრის პერიოდში ხარაგაულის ტერიტორიაზე მატარებლით გაიარა,ფანჯრიდან მომზირალს აღმოხდა: "какие сдес белые гори!''
  
   რევოლუციის შემდეგ ცვლილება ბელაგორის სახელწოდებასაც შეეხო,მეფის რუსეთის დროინდელი სახელი შეიცვალა და ორჯონიკიძე ეწოდა – სოფ. ღორეშაში დაბადებული სერგო ორჯონიკიძის საპატივცემულოდ. "ორჯონიკიძის რაიონი", ასე მოიხსენიებოდა იგი საბჭოთა რეჟიმის დროს,მისი დეამხობის შემდეგ კი დაბას ისევ ძველი სახელი ხარაგოული დაუბრუნდა,თუმცა შემდეგ შელამაზდა და დღეს ხარაგაულად მოიხსენიება. 
   
   1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა დაოსმალეთის ჯარს შორის. ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. დაბა ხარაგაულში დასახლება გაჩნდა XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით.
 
   1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთში ყვირილამ (ზესტაფონი) და ბელაგორმა (ხარაგაული) გამოაცხადეს"ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა, რომელსაც სამუელ ბუაჩიძე ხელმძღვანელობდა. 
 
   1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში.
 
   1921 წლიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორია საქართველოს სსრ ადმინისტრაციული- ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის მაზრაში მოხვდა, 1928-1929 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი რაიონის სახით განაფრძო არსებობა. 1934-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.
 
  
.გეოგრაფიული მონაცემები
 
  .იმერეთის კარიბჭე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხაშურის, დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ტერიტორია რთული და მთაგორიანია,        
   .ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზღვის დონიდან 285-2,642 (საშ. 420მ) სიმაღლეზე. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული შედარებით გრილი. 
 
  .მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობი 914 კვ.კმ. მოსახლეობა 28 635 კაცი (აქედან სოფლის მოსახლეობა შეადგენს 26255 კაცს)
 
  .მდებარეობა ზღვის დონიდან 285–2,642(საშ.420მ)
 
  .მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილია მთა სამეცხვარიო 2642 მეტრი.  
 
  .ხარაგაული მდიდარია მდინარეებით და შესაბამისად ჰიდრო რესურსებით. ყველაზე გრძელი მდინარეა ძირულა, რომელსაც უერთდება მარჯვენა მხრიდან: ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა და მეჩხეთურა; ხოლო მარცხენა შენაკადებს კი წარმოადგენენ: ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, საკასრია და ღორეშისხევი. მთავარი მდინარეა ჩხერიმელა, რომელიც, აგრეთვე უერთდება მდინარე ძირულას სოფ. ძირულაში.
 
  .ხარაგაულს დასავლეთით ესაზღვრება ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ბორჯომის, აღმოსავლეთით ხაშურის ჩრდილოეთით კი ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები.
 
  .მუნიციპალიტეტში არის ერთი დაბა და 78 სოფელი, რომლებიც გაერთიანებულია თვითმართველობის 20 ტერიტორიულ ერთეულში:
 
   ბაზალეთი (ქროლი, ღარიხევი, წიფი),  
   ბორითი (ამაშუკეთი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი),  
   ვარძია ვახანი (ზედუბანი, სერბაისი), ზვარე (ნუნისი, ჩრდილი),  
   კიცხი (ბორი, თეთრაწყარო, კიცხის იგორეთი, საქარიქედი),  
   ლაშე (ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი),  
   ლეღვანი (დიდვაკე, მარელისი, პატარა სახვლარი),  
   მოლითი (ბაბი, ბაჟათუბანი, დეისი, ნებოძირი, ქვები),  
   ნადაბური (დიდი გოლისი, პატარა გოლისი),  
   სარგვეში (ჭარტალი, საბე, მირონწმინდა, ხორითი),  
   საღანძილე (ვანი, ზარანი, სხლითი, ჩხერი, ჯაფარაული),  
   ფარცხნალი (ახალსოფელი, ისლარი, ღუდუმექედი),  
   ღორეშა
   წიფა (გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა),  
   წყალაფორეთი (ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხაეთი, ხონი),  
   ხევი (გრიგალათი, ციცქიური, წაქვა), 
   ხიდარი  
   ხუნევი (ბჟინევი, გედსამანია, ვერტყვილა, ვერტყვიჭალა).  
 
   .სხვადასხვა მონაცემები
 
    ხარაგაულის საფოსტო ინდექსი – 5600  
 
    სატელეფონო კოდი – 5 433 (ძველი კოდი 233 შეიცვალა 2011 წლის 1 აპრილის შემდეგ)
 
    ავრომანქანის სანომრე სერია – DAJ
 
    ხარაგაულში 1932 წლის 13 აპრილიდან 1990 წლის 5 აპრილამდე გამოდიოდა საზოგადოებრივ – პოლიტიკური გაზეთი "ლენინის დროშით". ერთ ერთი პირველი რედაქტორი გახლდათ დავით გაბრიაძე (1935-41)  ასევე გამოდიოდა "იმერეთის კარი" რედაქტორი დავით მაისურაძე (1941 1/XI-დან)  http://www.nplg.gov.ge/paper/papers/paper.php?did=1528 
   გაზეთმა "ლენინის დროშით"იარსება 68 წლის მანძილზე. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ქეთავან სახვაძე, პრამონ აბრამიშვილი, ავთანდილ ხიჯაკაძე და სხვები.
   1990 წლის 7 აპრილიდან გაზეთს "ლენინის დროშით" შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა "ხარაგაული". შემდგომ წლებში გამოდიოდა გაჭეთი "იმერეთის კარიბჭე", 1996 წლიდან გაზეთი "სხივი" და სხვ.
   ამჟამად ხარაგაულში გამოდის ორი გაზეთი: "ჩემი ხარაგაული" და "ახალი ხარაგაული".    
 
    ხარაგაულში კინოს ჩვენება დაიწყო 1928 წლიდან.
 
    ხარაგაული საქართველოს დაკავშირებულია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებთან. ის აკავშირებს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს წიფის (3910 მ.) და ხანდების (740 მ.) სარკინიგზო გვირაბებით და რიკოთის (1750 მ.) საავტომობილი გვირაბით.
 
  .დაბა ხარაგაული  
 
    .ფართობი 204 ჰა. მოსახლეობა 2400 კაცი (2002წ.)
    . დაბა ხარაგაული თბილისადან დაშორებულია 198 კმ ით, ხოლო ქუთაისიდან 65კმ-ით.
    .დაბაში არის ადმინისტრაციული შენობა, ორი საჯარო სკოლა, ერთი სასულიერო სკოლა-გიმნაზია, ორი საბავშვო ბაღი, მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, მუზეუმი, სამუსიკო სკოლა, პოლიცია, სახანძრო, სასამართლო, საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები, სპორტული კომპლექსი, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი, მინი სტადიონები, ავტოსატრანსპორტო საწარმო, არქივი, კინო-თეატრი, მცირე მოცულობის სამრეწველო საწარმოები, კვების ობიექტები, სახელოსნოები, ღვინის სახლი და ა.შ.
     
 
  .ეკონომიკა
 
   .მრეწველობის მიმართულებანი და პროდუქციის ძირითადი დარგებია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა, ქვის კარიერების დამუშავება (სამშენებლო ბლოკების დამზადება),  ხის წარმოება – (სამშენებლოდ მასალები, ავეჯი, ხის მასალის დამზადება_რეალზაცია)კვების მრეწველობა (პურის წარმოება,ღვინო,კონიაკი წარმოება-რეალიზაცია, მინერალური წყლის ჩამოსხმა, გამაგრილებელი გაზიანი სასმელების ჩამოსხმა)  
   .მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 1,5% სოფლის მეურნეობას ეკუთვნის. 70,9% უჭირავს საძოვრებს, ხვნა-თესვისათვის განკუთვნილია 29,1% (წლიურ ნათესებს უჭირავთ 22,5%, მუდმივ ნარგავებს – 22,5%)
    სოფლის მეურნეობის დარგებს შორის განსაკუთრებით განვითარებულია მევენახეობა, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა, რისთვისაც შექმნილია ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები. მეფუტკრეობის მხრივ ხარაგაული წამყვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში.    
   .კვებისა და ხის წარმოებები წამყვანი იყვნენ 1990 წლიდან. მათი უმრავლესობა თავმოყრილი იყო დ. ხარაგაულში აქ იყო აგრეთვე ღვინის, რძის და ხის გადამუშავების კომბინატები. აქვე ფუნქციონირებდა ავეჯის კომბინატიც. ვითარდებოდა სამთო წარმოება, მაგრამ 2002 წლისათვის ამ საწარმოთა პოტენციალი შემცირდა.   
       
 
 
   .სასარგებლო წიაღისეული
 
   .ბუნებრივი რესურსების კარიერებზე მოიპოვება: .მარმარილოსებრი კირქვის საბადო (ხორითი,მოლითი, მარელისი, საქასრია) .მოსაპირკეთებელი მასალა (წიფა) .სამშენებლო ქვები (ხანდები, ამაშუკეთი''კოზმანი'') .კვარცის მიწა (ქროლი) .კირქვა (ბაზალეთი) .თერმული ბალნეოლოგიური წყლები "ნუნისი" .მინერალური წყლები "ზვარე"
   .მუნიციპალიტეტის უპირველეს სიმდიდრეს ტყე წარმოადგენს. მას ტერიტორიის 2/3 (68,2%-ზე მეტი) უჭირავს - დაახლოებით 650 კვ.კმ. საქართველოში ხარაგაული ითვლებაყველაზე დიდ და მდიდარ რაიონად ხის რესურსების მხრივ.
   .ხარაგულს ეკუთვნის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი, პარკი თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით მდიდარ ლანდშაფტს ქმნის. ეროვნული პარკის ფართობი 230კვ.კმ. პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა დაისვენონ და ისიამოვნონ ველური ბუნების საოცრებებით.
 
   .ცნობილი ხარაგაულელები
 
   .ქრისტეფორე III (ციცქიშივილი)– სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1927-1932.  
   
 
 
 
 
 
 
 
                         
    .დავით V (დევდარიანი) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1972-1977.  
   
 
 
 
 
 
 
   .რეზო თაბუკაშვილი - მწერალი,დრამატურგი,მთარგმნელი, რეჟისორი,ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი  
   .ლაშა თაბუკაშვილი - მწერალი
   .ევგენი ხარაძე – ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი. საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. სკკპ წევრი.
   .არჩილ ხარაძე - გამოჩენილი ქართველი მეცნიერი
   .გიორგი ხარაძე - გამოჩენილი ფიზიკოსი,საქ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
   .სამუელ ბუაჩიძე – რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე
   .კიტა ბუაჩიძე –  ქართველი დრამატურგი.
   .სოფიო ბუაჩიძე - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
   .ანდრო ბუაჩიძე – პროფესორი .კიტა ბუაჩიძე – დრამატურგი და პუბლიცისტი
   .ნუგზარ ბუაჩიძე – დოცენტი .ბერდია ბუაჩიძე – დამსახურებილი ჟურნალისტი
   .ლენა ბუაჩიძე – დამსახურებული ექიმ–გინეკოლოგი
   .თენგიზ ბუაჩიძე - ქართველი ლიტერატურათმცოდნე,მწერალი,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,საქ.სსრ კულტურის მინისტრი 1961-65წ.  
   .დარეჯან ბუაჩიძე – მედიცინის მეცნიერებატა კანდიდატი,დოცენტი  
   .ბენიტო ბუაჩიძე - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
   .გასტონ ბუაჩიძე - მწერალი, მთარგმნელი.
   .გრიგოლ ბუაჩიძე - საბჭოთა კავშირის გმირი
   .ვასილ ამაშუკელი - პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი. მან 1912 წელს გადაიღო ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია.
   .იური კაკულია - თეატრის რეჟისორი, სოხუმის, ქუთაისის (მესხიშვილის), რუსთავის, გორის და თბილისის ახმეტელის თეატრი. პიესები: ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი, დამოკლეს მახვილი და სხვ. .დევი აბაშიძე - კინორეჟისორი. ფილმები (ყვარყვარე,დადიდოსტატის მარჯვენა და სხვ.)
   .თამარ დეკანოსიძე - პროფესორი,(ექიმი პათოლოგატონომი)
   .ელგუჯა ამაშუკელი – ცნობილი მოქანდაკე,
   .ანზორ კიკნაძე – 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი ძიუდოში, 1967 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ,ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი 1962, 64, 65, 66 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი 1967, 68 წლებში,საბჭოთა კავშირის 10 გზის ჩემპიონი ძიუდოში და სამბოში, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში,სპორტის დამსახურებული ოსტატი .მადონა წიქარიშვილი – სსრკ ჩემპიონი სამჭიდში
  .ოთარ აბაშიძე და თამაზ კიკნაძე – საქ სსრ. დამსახურებული არტისტები და ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობები.
 
   ცნობილი ხარაგაულელების სურათები იხილეთ ბმულზე –  http://www.facebook.com/media/set/?set=a.162987947067352.33912.153323778033769&type=1
 
.გმირები
 
           ხარაგაულს ყავს ექვსი "საბჭოთა კავშირის გმირი"          სამაჩაბლოს, აფხაზეთის და რუსეთ–საქართველოს ომებში დაღუპული 22 გმირი.
 
    
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
  .კვალი
 
   პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა წმ. მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა რკინისჯვრის მთაზე გადმოიარა და იქ ჯვარი აღმართა. ეს მთა ამჟამად ხარაგაულის ტერიტორიაზეა.
 
   ცხერის ციხეს, რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო ხშირად სტუმროდბნენ ქართველი მეფეები, მათ შორის დავით აღმაშენებელი და თამარი.
 
   ნუნისის სამკურნალო წყლების აღმოჩენაც დავით აღმაშენებელს მიეწერება. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ჰქონიათ დაზიანებული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია.
 
   ცნობილია, რომ ხარაგაულის სოფ. ვარძიაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარი სწორედ თამარ მეფის ბრძანებით აშენდა.
 
   ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ხარაგეულის ციხეში ჯვარი დაიწერა ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსემ.
 
   ხარაგაულში მოღვაწეობდა გალაკტიონი. იგი 1910-11 წლებში ასწავლიდა სოფ ფარცხნალის სკოლაში.
 
 
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:
 
   ზოგიერთი ფოტო და ცნობა აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან "ხარაგაული"  
   მასალების ნაწილი შეგროვებულია ქართული ვიკიპედიიდან. 
   ასევე ცნობები მოგვაწოდა ისტირიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ.
 
  
 გვერდის ავტორი – გივი კურტანიძე ©
 
 

 

სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024