... არ მიყვარს მზე, არა
და ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი, მისი უდიდებულესობა კაშკაშით ამობრწყინდება
ხოლმე ცამრგვალზე. გაგვათბობს,სიცოცხლეს შთაგვბერავს და მერე დაიკარგება სადღაც.
მაინც
არ მიყვარს მზე! თუმცა იყო დრო,როცა მიყვარდა,ძალიან მიყვარდა და ვეტრფოდი მას.
სულ მინდოდა მივწვდომოდი და გულში ჩამეკრა, მაგრამ ის ურცხვად მიყურებდა და
ახლოსაც არ მიკარებდა. მე მას თვალს ვერ ვუსწორებდი,თუმცა მაინც ვკითხულობდი მის
სახეზე დამცინავ ღიმილს.
იყო დრო, როცა მეგონა,რომ მზე მარტო ჩემთვის
ამოდიოდა და მხოლოდ ჩემთვის ანათებდა, მე მიყურებდა. მეც სხვას ვერავის ვერ
ვამჩნევდი,თითქოს ქვეყნად მარტო მე და ის ვიყავით, ხელს ვუწვდიდი,მაგრამ რას
მივწვდებოდი, ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი...
არ მიყვარს მზე! არ მიყვარს, მაგრამ მაინც
მინდა,რომ ჩემი იყოს, მაინც მინდა,რომ მარტო მე მიყურებდეს და მხოლოდ ჩემთვის
ამოდიოდეს. ახლოს მოვიდეს და თვალებში ჩამხედოს, მეც ჩავხედო და ვუთხრა, რომ
ოდესღაც ძალიან მიყვარდა...
თუმცა იქნებ ჯობია ყველაფერი ძველებურად დარჩეს?
მაგრამ არა! იქნებ ისიც ჩემსავით ფიქრობს და ნანობს წარსულს?!... არა! არა!
სისულელეა, მას ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ და სულაც არ იცის ჩემი
არსებობის შესახებ! დიახ, ასეა! ასე! ის ხომ ბრწყინვალეა და ამოუცნობი.
* * *
... აი ვხედავ! მე მას ვხედავ! ვხედავ როგორ
მოიწევს ჩემსკენ, მომახლოვდა, და სახე
ახლო მომიტანა. დამცხა,ძალიან დამცხა,სიმხურვალისგან სახე ამიწითლდა, ნუთუ იმასაც
დასცხა? ასეთი ბედნიერი არასდროს არ
ვყოფილვარ: მე მასთან ვარ, ის ხომ
ბრწყინვალეა და ამოუცნობი...
მაგრამ.. ღმერთო! რა ხდება? სად წავიდა? სად გაქრა? ნუთუ ეს
ყველაფერი სიზმარი იყო? ნუთუ კიდევ ერთხელ დამცინეს?...
დიახ, სიზმარი ყოფილა,
რა მცირე ხანს გასტანა ბედნიერებამ...
* * *
გათენდა.
მზემ თავისი ოქროსფერი სხივები არემარეს გადმოჰფინა, ნელ–ნელა
ზენიტისკენ აცურდა და სრულად გამოაჩინა თავისი სილამაზე. ის ხომ
ბრწყინვალეა და ამოუცნობი.
მე ვდგავარ და შევყყურებ მზეს და რაც მთავარია
ეს აღარ არის სიზმარი.
დეკემბერი
2006 წ. გივი
კურტანიძე
|