გ.რჩეულიშვილი "ნელი ტანგო" -გალექსა ბადრი შველიძემ
სოხუმის საცურაოზე გიტარა აჟღერებოდა, შუა მზის გულზე უღმერთოდ მოაგარაკე ხმებოდა.
ბიჭი პატარა, შიშველი მარილიან წყალს შევარდა ლამაზ მკლაურით გაცურა დროდადრო ფილტვებს ბერავდა.
მისი შემყურე მშობელი ამაყად იგრიხებოდა, მოცურავეა ნამდვილი ეჭვი აღარა ჩნდებოდა.
ბავშვი გადასცდა დროშასაც, დაღლა არ მიჰკარებოდა, ორმოც მეტრს კიდევ იცურა, მიწა თვალს მიჰფარებოდა.
ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამომჯდარიყო ლაღადა, შორს გაჰცქერიან თავის შვილს თავი რომ უჩანს ლაქადა.
შეწუხდა მშობელი დედა ბიჭმა ძალზე შორს შეტოპა, მაშინვე წყალში შევიდა რაღაცა იგრძნო ეტყობა.
ქმარი გულაღმა წამოწვა გულს არაფერი აკარა. ნიავმა წამოუქროლა თვალს ქვიშა შემოაყარა.
კაცი მაშინვე წამოდგა შორეულ ტალღებს გაჰხედა, უყურებს ბიჭუნას თავი ხან ჩნდება, ხან კი გაქრება.
ხედავს იმ მიმართულებით კიდევ მეორე მიცურავს, ქუდზე სცნო თავისი ცოლი. (წყალში შესვლისას იხურავს)
მზემ კიდევ უფრო აცხუნა ტალღები არა სრულდება, კაცს ეჭვის ჭია შეუჩნდა ბიჭი რატომ არ ბრუნდება.
დაბნეულ, გაკვირვებული თვითონაც ზღვაში შავიდა, თავისი ზორბა მკლავებით ერთ მოსმით დროშას გავიდა.
კარგა ხანს ასე იცურა ხუთასი მეტრი გალია, ცოლი და შვილი არ ჩანან ალბათ კიდევ შორს არიან.
კვლავაც კარგა ხანს იცურა მკლავს ღონე კვლავ შერჩენია, სამას ნაბიჯზე შენიშნა ის, ვინაც დასარჩენია.
მსწრაფლადვე მათკენ გასწია გააპო ტალღა მღელვარი, ცოლთან მივიდა, შეატყო რაღაც რიგზე რომ ვერ არი.
ქალმა შვილისკენ ანიშნა სახე რომ გადამანჭვოდა, მამამ იმწამსვე დაყვინთა ბიჭს ფეხი გადანასკვოდა.
განასკვულ ადგილს უკბინა ბიჭუნამ ნაპირს აშურა.
ახლა ქალია ცუდადა დაღლილმა ფსკერს მიაშურა.
მამამ ცოლს ხელი მოჰხვია შვილს გამოუდგა უკანა, ბიჭი წყალს ყლაპავს, ძირს მიდის წყალზე ვერ ივლის მუდამა
ახლა ორივეს მიათრევს რაღაც უფეთქავს მკერდთანა, ცოლ-შვილი გადაარჩინა თვითონ წავიდა ღმერთთანა.
|