ჩვენ მივტირივართ უსამართლობას,
არარაობას,განა რაობას?
წარსული ფიქრის წასულ ნაკვალევს,
გულს დარდი სტკივა და სულს აწვალებს.
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის,
ვიღაც გზაშია, მგონი დაეცა .
მოხუც ქალბატონს ამძიმებს ტვირთი
დახმარებას სთხოვს ვიღაც გარეწარს....
ლურჯა ცხენები სად წაიყვანეს?
გაფრინდნენ?არა მხედარს ელიან
ვინც ჩვენ შოკოლადს უფასოდ გვაძლევს
გაიგე?-თურმე ჩვენი მტერია !
ხელი ჩამკიდე, მაღლა ავიდეთ.
გაჩვენო ის,რაც სინამდვილეა.
მერე შემინდე...მიზეზი ამის
ალბათ უბრალოდ სიყმაწვილეა.