ჩხერიმელა - სულორი 29.05.10 - ფეხბურთი - ჩემპიონატი - ხარაგაული და ხარაგაულელები
პარასკევი, 09.12.2016, 10:44
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
ფეხბურთი [25]
"ჩხერიმელა"
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » სტატიები » ფეხბურთი

ჩხერიმელა - სულორი 29.05.10
 დღეს 29 მაისს 17 საათზე, ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ რეგიონალლიგის XXVIII ტურის მატჩი გაიმართა ხარაგაულის ''ჩხერიმელასა'' და ვანის ''სულორს'' შორის.  
მატჩს 100–მდე გულშემატკივარი დაესწრო.
     ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პირველ წრეში, ვანში 2009 წლის 9 ნოემბერს გაიმართა და მატჩი ჩხერიმელას გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0-1
     ამჟამად სულორი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. (ბოლო ადგილოსანი ტორპედო მოხსნილია ასპარეზობიდან)
     
       
 
     შესაბამისად მატჩი ჩხერილემას უპირატესობით დაიწყო და მთელი 90 წუთის მანძილზე მათივე კარნახით წარიმართა. სულორი საწყის წუთებში თავს კარგად იცავდა,თუმცა უკვე მე–20 წუთზე ჭაჭიაშვილის დარტყმული მეკარემ კარის ხაზის შიგნით აიღო, ეს ყველაფერი მატჩის არბიტრს არ გამოჰპარვია და შედეგად გოლოც დააფიქსირა. ვახტანგ ჭაჭიაშვილი 20'  1-0.
     ჩხერიმელა განაგრძობდა შეტევებს და სულ რამოდენიმე წუთში ვანელმა მცველმა თამაშის წესები ცუცქირიძის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში დაარღვია, არბიტრმა საპენალო ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა შეასრულა. გია ცუცქირიძე 24'  2-0.
    
          
 
   ჩხერიმელა ამის მერეც უტევდა, სტუმრებს კი ბევრი არაფერი გამოსდიოდათ შეტევაში. პირველი ტაიმში ამავე ანგარიშით დასრულდა.
      მეორე ნახევარი უფრო აქტიურად ვანელებმა დაიწყეს, რამოდენიმეჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ მეკარე მერკვილიშვილი საიმედო იყო. 
      მალე ისევ გააქტიურდა ჩხერიმელა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო, ჩხერიმელას განაპირა მცველმა  მეტრეველმა დასწრებაზე კარგად ითამაშა, ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და სეზონის ერთ–ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ვანელთა მეკარეს ახლო კუთხეში აუღებელი შეუგორა. გიორგი მეტრეველი 70'  3-0
      ამ გოლის შემდეგ მისულმა მაყურებელმა მეოთხე გოლიც მალე იხილა, ამჯერად კოსტავამ მიიღო მოედნის ცენტრში კარგი გადაცემა, გაასწრო მცველებს და საჯარიმოში შესულს მეკარის მეოთხედ დამწუხრება აღარ გასჭირვებია. დაჩი კოსტავა 73'  4-0
 
  
 
      კოსტავამ ამ თამაშში დუბლის შესრულება მოახერხა, ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა მეკარე მოატყუა და დაზღვევის მიზნით კარში ჩასულ მცველს კუთხეში შეუკოტრიალა. დაჩი კოსტავა 5-0 78' 
      სტუმრებმა პრესტიჟის დაცვა მოახერხეს და ერთი ბურთი გაქვითეს, ამაში მათ ჩხერიმელას მცველი და მატჩის არბიტრი დაეხმარა. სტუმართა ფეხბურთელმა შეცვლაზე შემოსულ ჩხერიმელას სათადარიგო მეკარის შოთა ბუაჩიძის კარი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან აიღო. 5-1 83' 
      
     

                                                                    ჩხერიმელა 5-1 სულორი 

   მომდევნო მატჩი ჩხერიმელას 3 ივნისს ქუთაისის ტორპედოსთან აქვს გასამართი, მაგრამ იმის გამო, რომ ქუთაისური გუნდი მოხსნილია გათამაშებიდან, ხარაგაულელებს ტექნიკური მოგება 0-3 ჩაეთვლებათ.

     
                         სხვა მატჩები    Goli.ge   სატურნირო ცხრილი
 
 
 
 
ავტორი – გივი კურტანიძე ©


კატეგორია: ფეხბურთი | დაამატა: arqiteqtor (29.05.2010)
ნანახია: 1054 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 nutu   (30.05.2010 19:52)
sagol ! xedavt ra natluli myavs? sezonis ert-erti sauketeso motamasheo ! biggrin

+1   Spam
4 vaa   (30.05.2010 02:52)
vaa, magaria, sezonshi yvelaze didi angarishit gamarjvebaa mgoni :)

+1   Spam
3 misisarqiteqtor   (30.05.2010 02:16)
ეგ კი გამოვიცანი, მაგრამ მე მინდოდა ექვსივე ჩხერიმელას გაეტანა...

+1   Spam
2 arqiteqtor   (30.05.2010 02:04)
სამაგიეროდ 6 გოლი ხო გამოიცანი

+1   Spam
1 misisarqiteqtor   (30.05.2010 01:21)
მე პირადად ვესწრებოდი ამ თამაშს, ვამბობდი 6 გოლი უნდა გაიტანოს ჩხერიმელამთქო, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლით შევცდი..
hello

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016