პარასკევი, 26.04.2024, 14:38
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
ფეხბურთი [25]
"ჩხერიმელა"
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » სტატიები » ფეხბურთი

ჩხერიმელა – იმერეთი (ხონი) 06.04.2010
   დღეს ხარაგაულში საფეხბურთო განწყობა სუფევდა. გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდა ჩემპიონატის მეორეადგილოსანთან გასამართ თამაშს და საკუთარი გუნდისგან სრულფასოვან რევანშს მოითხოვდა. (პირველ წრეში ხარაგაულელები სამარცხვინო ანგარიშით 1-8 დამარცხდნენ ხონელებთან.)
    რევანში შედგა,თუმც არასრულფასოვანი,მაგრამ რაც მთავარია ჩვენმა გუნდმა თავის აქტივს სამი ქულა შემატა.
 
  
 
   მატჩი ''იმერეთის'' შეტევებით დაიყწო,მათ რამოდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს ''ჩხერიმელას'' კარისკენ,
   საპასუხოდ ჩხერიმელა სწრაფი კონტრშეტევებით აწუხებდა მეტოქეს,ტაიმის შუაში თამაში გათანაბრდა და ნელ–ნელა ჩხერიმელას სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა,რამოდენიმე სახიფათო სტანდარტულის შემდეგ, 31 წუთზე შორეული საჯარომო დარტყმით ცხადაძემ პირველი გოლი გაიტანა ხონელთა კარში 1–0.
   მეტოქე ისევ პირველ გაშვებულ გოლზე ფიქრობდა, როცა ჩხერიმელას ფლანგური შეტევა გამოეპარათ და ჩაწოდებული ბურთი,გუნდის ვეტერანმა კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა ავალიშვილმა,ლამაზი თავურით მეორედ გადაგზავნა სტუმართა კარში.(32')
     პირველ ტაიმში გუნდებმა კიდევ გაცვალეს რამოდენიმე სახიფათო მომენტი. აღსანიშნავია ჩხერიმელას სახიფათო კუთხურები,რომლების შემდეგაც სასწაულებრივ გადარურჩა გოლს ხონელთა კარი.
     მეორე ტაიმში ჩხერიმელა უპირატესობის გაზრდას ცდილობდა,თან არსებულის შენარჩუნებაზეც ზრუნავდა და ამიტომ დიდი ძალებით არ უტევდა მეტოქეს,ხონელები კი თავის მხრივ ჩამორჩენას აღმოსაფხვრელად ძალას და მონდომებას არ იშურებდნენ.
     ხარაგაულელთა პირველი გოლის მსგავსად ხონელებმაც საჯარიმო დარტყმით იხეირეს,საჯარიმოში ჩაწოდებული სტანდარტის შემდეგ  მეკარეს და მცველებს ხონელებმა აჯობეს,ახლო მანძილიდან აიღეს ჩხერიმელას კარი და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.
     ამ გოლის შემდეგ ისევ ბევრს ცდილებდნენ სტუმრები გაეთანაბრებინათ ანგარიში,მაგრამ მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს და შედეგად მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და დამთავრდა ჩხერიმელას გამარჯვებით.
       
                 ჩხერიმელა 2-1 იმერეთი
                    ცხადაძე 31'                   
                            ავალიშვილი 32'
 
   
 
             
     ამ მოგებით გუნდი 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება დღევანდელ მეტოქეს,მეორეადგილოსან "იმერეთს" მესამე და მეოთხეეადგილოსან გუნდებს: შესაბამისად ტორპედო 2008-ს და სამგურალს 2 ქულით 32-32 ქულა და მხოლოდ ბურთების შეფარდებით მეხუთედგილოსან სქურს 30 ქულა. 
   

 
    კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი: დღევანდელ მატჩს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები – კობა ჟორჟიკაშვილი და გაიოზ დარსაძე.

 

კატეგორია: ფეხბურთი | დაამატა: arqiteqtor (06.04.2010)
ნანახია: 2666 | კომენტარი: 4 | ტეგები: ხარაგაული, ფეხბურთი., ჩხერიმელა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
0  
4 marik_ooo   (15.04.2010 22:58) [Материал]
uf me tu viyavi ra magit???
au ragac stimuli undat chven bitebs.
agar shvelit es mezoblebis mier mitanili flavi da pica/:D:D:D:D::D:D:D:D

+1  
3 vaa   (10.04.2010 01:22) [Материал]
rogor mindoda daswreba, mara zustad mag dges movdiodi xaragaulidan, stadiontan rom gamoviare mashin movida zustad xonelebis mikroavtobusi.

+1  
2 misisarqiteqtor   (09.04.2010 20:57) [Материал]
ასე გააგრძელეთ... ძალიან მიხარია.. მალე პირველ ლიგაში მეხილეთ.... applause good

+2  
1 vaa   (06.04.2010 21:48) [Материал]
kargia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024