შაბათი, 27.04.2024, 01:46
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » მაისი » 3 » სასახლე (ლეგენდა)
22:11
სასახლე (ლეგენდა)
   იმ სანახებში,რასაც დღეს სასახლეს ეძახიან,წინად სოფელი ყოფილა და ბუაჩიძეებს უცხოვრიათ,იქაურები თავისუფალი გლეხები ყოფილან,გადმოცემით,მეფესაც კი არ ემორჩილებოდნენ.
   ერთ თავადს უთხოვია იმერეთის მეფისთვის, – დამრთე ნება და მე დავიმორჩილებ იმ ურჩებსო.
   მეფეს მიუცია დასტური და აღუთქვამს, თუ დაიმორჩილებდა,მასვე უბოძებდა ყმებად, თავადი ორი შეიარაღებული მხლებლით მისდგომია იქაურ მცხოვრებლებს, განუცხადებია: – დღეიდან მე ვიქნები თქვენი ბატონი. ამ ადგილზე მეფის სასახლე უნდა ავაგოთ, თქვენ კი სხვა ადგილებზე დაგასახლებთო.
   –კეთილი და პატიოსანი,მაგაზე უკეთესი რაღა იქნებაო. რაღაი პატრონი გაგვიჩნდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.,– მიუგებებია ათანე ბუაჩიძეს.–ამ სასიხარულო ამბავს ფარცხნალში ჩემ ძმას,ლაზარესაც შევატყობინებო და უფრენია კაცი მასთან.–ახლავე აქ ამოდიო,დიდი ბატონი გვესტუმრა,საკადრისი დახვედრა უნდაო.
   ლაზარე ღონიერი ვაჟკაცი ყოფილა,შეუტყვია ეს ამბავი თუ არა,ჩაუცვამს არსენა ოძელაშვილის ნაჩუქარი შარვალი,რომელიც მაშინ უჩუქებია არსენას,კახეთიდან იმერეთში რომ ბრუნდებოდა ფეხშიშველი.
   გზის პირად არსენას პურმარილი ჰქონია გაშლილი. ლაზარე რომ დაუნახავს,მოსწონებია,მიუწვევია და გამასპინძლებია. დახეული შარვალი შეუნიშნავს ლაზარესთვია,თავისი ახალი შარვალი მიუწოდებია,გაისინჯე,თუ მოგერგებაო,ლაზარეს ჩაუცვამს და მასზე გამოჭრილივით ყოფილა.
   –არ გაიხადო,მიჩუქნია შენთვისო,–უთქვამს არსენას,–ლხინსა და ქორწილში გაგეცვითოსო.
   ლაზარეს მადლობა მოუხსენებია, ახლა სწორედ ამ შარვლით ხლებია თავადს. მდაბლად მისალმებია:–ნება დამრთე, ბატონო,ფეხზე გემთხვიოო...ცხენზე მჯდომი თავადის ვითომდა ფეხზე სამთხვეველად რომ დახრილა,უტაცნია ფეხში ხელი,გადმოუთრევია უნაგირიდან და დაუწყია ცემა.დანარჩენები მხლებლებს მისევიან,ისე დაუბეგვავთ სამივენი,ცოცხალმკვდარები დაბრუნებულან მეფესთან.ამის შემდეგ სხვებსაც ვეღარ გაუბედავთ მათი დამორჩილება.
    ამგვარად,შეუნარჩუნებიათ თავისუფლება.
    იმ ადგილითვის კი დაცინვით სასახლე შეურქმევით.
   
                                                            
                                              
                                გივი ვეფხვაძის წიგნიდან – ''მახსოვს ხარაგაული...  ახმედ გოგოლაძე''



                                       ''ცაცხვის წყარო'' სოფ. ფარცხნალი (აგებულია იაკო შარიქაძის მიერ 1923 წელს)
ნანახია: 2023 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ბუაჩიძე., სასახლე, ფარცხნალი | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 2
0  
2 sashka   (16.12.2010 22:32) [Материал]
good მაგარი ვერსია. ბევრი ვერსია მაგ ტემაზე.

0  
1 misisarqiteqtor   (06.05.2010 17:59) [Материал]
good ეგეც მეტიჩარა თავადს....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024