ხმაურიანი გამარჯვება და იმედის ჩანასახი - 28 მარტში 2011 - ხარაგაული და ხარაგაულელები
ორშაბათი, 05.12.2016, 07:23
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » მარტი » 28 » ხმაურიანი გამარჯვება და იმედის ჩანასახი
23:45
ხმაურიანი გამარჯვება და იმედის ჩანასახი
   საქართველო 1-0 ხორვატია 26.03.2011 ამ ამბავზე ინტერნეტ სივრცეში უამრავი სტატია დაიწერა, ბოლო დღეებია პრესის არაერთი ფურცელი ამ ხმამაღალ გამარჯვებაზე მოგვითხრობს,მე პირადად ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს დავწერ, მითუმეტეს არც სპორტული მიმომხილველი ვარ და არც ესაა სპორტული საიტი, თუმცა საყოველთაოდ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ გადავწყვიტე რამოდენიმე სიტყვით მეც შევხებოდი ამ ამბავს და ჩემი აზრი გამეზიარებინა ჩვენი საიტის მომხმარებლისთვის იმ დიდი სიხარულის გამომწვევი მიზეზის შესახებ, რასაც ნომერ პირველ სპორტულ სახეობაში ეროვნული ნაკრების ესოდენ ნანატრი გამარჯვება ჰქვია. 

   საქართველოს ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მოსვლის შემდეგ შეძლო ის, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ მოახერხეს, მან გუნდში საქმისადმი სწორი მიდგომა ჩამოაყალიბა, მისი მუშაობის ეტაპზე უკვე ნათლად გამოიკვეთა გუნდის ახალი ხელწერა და თამაშის სტილი. დღეს უკვე ყველა ხედავს, რომ საქართველოს ნაკრები ის გუნდი არაა, მატჩის დასაწყისში თავს მოდუნების საშუალება მისცეს, შეცდომები დაუშვას და შემდგომ მათი გამოსწორება შეძლოს. ნათლად ჩანს, ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ნახევარი გუნდი მოედანზე დასეირნობს, შედეგად იწურება 90 წუთი და გულშემატკივრის მოთმინების ფიალა. 

   ყველამ დაინახა და შეიგნო, რომ ის ძველი ყოყლოჩინობა, მეტოქის შეუფასებლობა და საქმისადმი ნაკლები გულისყურით მიდგომა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.

   განსაკუთრებული წარმატების გარეშე ჩაბარდა წარსულს ის ეგრეთ წოდებული ოქროს თაობა, როდესაც ჩვენს გუნდში არაერთო ვარსკვლავი თამაშობდა, რომელთა უმეტესობაც უდიდესი საფეხბურთო ნიჭით იყო დაჯილდოვებული და წამყვან ევროპულ ლუბებში თამასობდნენ, თუმცა არაერთი ცნობილი მიზეზის გამო მათმა გამოსვლამ ნაკრებს ვერანაირი ხმაურიანი წარმატება ვერ მოუტანა.

    დღეს ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენენ ჩვენი ფეხბურთელები, სად გამოდიან და რა დონეზე თამაშობენ, ხოდა ჭკვიან ხალხს უთქვავთ: საბანი სადამდეც გაგწვდება იქამდე უნდა დაიფაროო და ...

   ახალი შესარჩევი ციკლის პერიოდში გუნდმა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, ეს რათქმაუნდა თითქმის მთლიანად ქეცბაიას დამსახურებაა, მართალია ბევრ მის წინამორბედს როგორც ზემოთ ვთქვით ბევრად უკეთესი სანაკრებო კადრები ჰყავდათ, თუმცა ასეთი შედეგისთვის არავის მიუღწევია. 
    
    ათივე მატჩში იგრძნობოდა გუნდის ბრძოლისუნარიანობა, თუ წინა წლებში მატჩის ბოლო წუთებზე საკუთარ კარიდან არაერთჯერ გამოგვიტანია, ამჯერად რამოდენიმე მატჩში ჩვენ შევძელით ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლის გატანა,(საქართველო 2-1 ესტონეტი, საქართველო 1-0 მალტა)  არც გაშვებული გოლის შემდეგ შემოტრიალებული მატჩების რაოდენობით გავუნებივრებივართ წარსულში ჯვაროსნებს (სლოვენია 1-2 საქართველო), ხორვატიის დონის გუნდის დამარცხებაზე ხომ საერთოდ ვერც ვიცნებებდით, მათ ხომ მთელი 90 წუთის მანძილზე ჩვენს კართან 100 %–იანი საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს, საოცრად დამაჯერებელი იყვნენ კარის დარაჯი, ცენტრალური მცველები და საყრდენი ნახევარმცველები. მშვენივრად ითამაშა ნაკრების კაპიტანმა. სავსებით გაამართლა მწრთვნელის მიერ განხორციელებულმა სამივე ცვლილებამ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქეცბაიამ სლავენ ბილიჩს აჯობა. საბოლოოდ გარჯა დაგვიფასა საფეხბურთო ფორტუნამ და მშვენიერო გოლითაც დაგვაჯილდოვა.

   თუმცა სამუშაო ისევ ბევრია, სამწუხაროდ ლატვიურ მატჩში ისევ გავუშვით ბოლო წუთზე, ასევე ყველას გვახსოვს  სომხეთთან 2-0 ის შემდეგ ჩაგდებული მეორე ტაიმი. ბოლოდროინდელი წარმატების ფონზე ეს ფაქტები მკრთალი ლაქაა,მაგრამ მაინც ბევრი მუშაობაა საჭირო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

    სამუშაო რო ბევრია იქედანაც ჩანს, რომ გუნდს პირველ ნომრად თამაში უჭირს, მაშინ როცა მალტისა და ისრაელის ნაკრებებმა თბილისურ მატჩებში დაცვითი სტილი შემოგვთავაზეს, გოლის გატანა ძალიან გაგვჭირდა, ებრაელებთან ვერ შევძელით, კუნძულელებთან კი ბოლო წამებზე გაგვიმართლა. სავარაუდიდ მალტაზეც პირველ ნომრად მოგვიწევს თამაში, ამიტომ იქ გოლის გატანა უნდა შევძლოთ. ყველამ ვნახეთ როგორ იბრძოლეს მალტელებმა ლიდერ ბერძნებთან და საბოლოოდ 95 წუთზე გაუშვეს, თუმცა ეს იმათი პრობლემაა, ჩვენ ჩვენსაზე ვიფიქროთ.












                           

 




   ხვალ ჩვენი გუნდი თბილისის დროით 20 საათზე "რამადგანზე" ისრაელს გაუგორებს 
ბურთს და ქართველ გულშემატკივარს წარმატების დიდი იმედი აქვს, ისრაელიდან თუნდაც  ქულის წამოღება კარგ მოტივაციაზე მყოფი ჯვაროსნებისთვის ნამდვილად არ იქნება ურიგო შედეგი. 
  
  იმედია ეროვნული ნაკრები კიდევ ბევრს ენით აუწერელ სიხარულს მოგვიტანს, მითუმეტეს, რომ თაგუნა ვოლფი ისევ ჩვენსკენაა.



ავტორი – გივი კურტანიძე






ნანახია: 497 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ხორვატია, საქართველო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 arqiteqtor   (12.09.2011 00:41)
angry

არადა რამხელა სიხარული იყო sad

ლატვიას და მალტას ვერ ვუგებთ sad

0   Spam
4 almaximum   (27.04.2011 13:23)
tongue amati imedi vigas qonda biggrin

0   Spam
3 arqiteqtor   (29.03.2011 22:49)
წააგეს ისრაელში sad

ვეღარ უშველა ქეცბაიას ტაქტიკოსობამ.

აღარც თბილისური ჟინი ქონდათ.


0   Spam
2 arqiteqtor   (29.03.2011 22:49)
აი აქ ნახავ ნებისმიერი რამის სურათს ნებისმიერ დარგში, ოღონდ სწორად უნდა ჩაწერო ძებნაში http://www.daylife.com/

0   Spam
1 DekAnoSIdZe   (29.03.2011 20:04)
kargia givi.suratebi momewona zalian ar mqonda eseni nanaxi da....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016