სტატისტიკა |
|
|
სულ საიტზე: 1 სტუმრები: 1 მომხმარებლები: 0
| |
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 21
ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?" - ამბობდნენ ებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.
წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლები ნელ-ნელა უფლებებს კარგავდნენ და როდესაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრა.
...
კითხვის გაგრძელება
|
|
|
|
|