*** მითი და ლეგენდა უთხრობიათ ჩვენამდე მოაღწია ზღაპრად, ამ ციხეს ამაყად გადმომზირალს უთუოდ ახსენებთ ალბათ. მტარვალი ვერაგობით შემოსულა, ციხეს დასცემია ზარი; ცრემლი დაუღვრიათ აქ ქართველ დიაცებს ციხეს გასჩენია ბზარი. ეს ყაყაჩოების ბაღი არ გეგონოთ, სისხლია წინაპრების ჩვენის, იქ ქვაბი სახატე უშენიათ, აქეთ გუმბათები შვენის. აქ თამარ დედოფალს ულოცია ცრემლი დასდენია თვალზე, აქ ჩვენს წინაპრებსაც უბრძოლიათ, სისხლი უზღევიათ ურჯულო მტარვალზე. ეს მითი ლეგენდად უთხრობიათ ჩვენამდე მოაღწია ზღაპრად, ამ ციხეს ამაყად გადმომზირალს, უთუოდ ახსენებთ ალბათ.
|