გამჭვირველე მწვანე,
მუქი ყავისფერი,
ღომეეთის კალთებს
ისე ძლიერ შვენის,
რომ მომაწვა გულზე
სევდა საოცარი,
წარმავალი სივრცის
ლურჯი დედოფალი.
ღომეეთის კალთა
იმ სილურჯის მიღმა,
ახლა,თითქოს,უკვე
ფირუზისფრად იქცა.
ეზოში კი ტყემალს
გაუშლია მკლავი,
აუპყრიათ ზეცად
ატმის რტოებს თვალი.
მომწყურდება მალე
გაზაფხულის ხიბლი,
წარმავალი სივრცის
წარმავალი ფიქრი.
2006 წ.
ზ. ბუაჩიძე