პარასკევი, 26.04.2024, 19:26
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  აგვისტო 2015  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2015 » აგვისტო » 23 » განვლილი 7 წელი, ანუ ცნობები ჩემი საიტის შესახებ...
13:48
განვლილი 7 წელი, ანუ ცნობები ჩემი საიტის შესახებ...

    ძვირფასო ხარაგაულელებო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს ჩვენი საიტი ძველებური სიხშირით აღარ მუშაობს, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ  ხარაგაულში უკვე   გაიხსნა რამოდენიმე საიტი და ფეისბუქ გვერდი (მათ შორის ხარაგაულის ოფიციალური გვერდი - Kharagauli.ge ) , რომლებიც სისტემატიურად აშუქებენ სიახლეებს ხარაგაულის შესახებ.  

 

 

 

      ამ სტატიაში მინდა ორი სიტყვით მოგითხროთ თუ როდის გაჩნდა პირველი ვრცელი ცნობები ხარაგაულის შესახებ  ინტერნეტში,  როგორ და რატომ დავაარსე საიტი და როგორ მუშაობდა ეს საიტი გასული შვიდი წლის მანძილზე:

ხარაგაული

        მე, გივი კურტანიძემ, როგორც უბრალო  ხარაგაულელმა, ჩემი კუთხისადმი დიდი სიყვარულით და უანგარო ენთუზიაზმით, უმცროსი მეგობრის  ბექა ჭყოიძის დახმარებით (ბექა საიტის დიზაინის ამბებში მეხმარებოდა)  2009 წელს შევქმენი საიტი ხარაგაული და ხარაგაულელები  (kharagauli.ucoz.com), ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინტერნეტში არ მოიძებნებოდა არანაირი ვრცელი ინფორმაცია ხარაგაულის შესახებ.

        წლების მანძილზე მოვიძიე და  გამოვიკვლიე ისტორიული ცნობები სხვადასხვა წყაროებიდან, ვიმუშავე ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცულ ხარაგაულის ძველ გაზეთებზე: "ლენინის დროშით" და სხვა. ზოგიერთი ცნობები შევაჯერე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან და ქალბატონ იზა ვეფხვაძის წიგნიდან "ხარაგაული".   წლების მანძილზე შევაგროვე  ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა (ჩემი გადაღებული მასალის საკმაოდ დიდი არქივი დაგროვდა), რომლებიც დღესაც აქტუალურია, ისევ ამ საიტზეა და მნახველს ელოდება.

     2010 წლიდან საიტის პარალელურად ამუშავდა ანალოგიური სახელწოდების გვერდი  ფეისბუქზე:  ხარაგაული და ხარაგაულელები, რომელსაც უკვე სამიათასზე მეტი მომხმარებელი ყავს და მათი რიცხვი რაღა თქმა უნდა იზრდება. მანამდე დაარსდა იგივე სახელწოდების ჯუფი ადნაკლასნიკშიც, რომელიც დღესაც არსებობს  OK.RU.

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა

        ხარაგაულის პარალელურად 2009 წლიდან მუშაობა დავიწყე ხარაგაულის საფეხბურთო კლუბ ჩხერიმელას მიმართულებითაც. თავდაპირველად მცირე გვერდი  გავხსენი ამავე საიტზე:   საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა, (აქვე ჩემს მიერ შეიქმნა ხარაგაულის ჩხერიმელას ლოგო, რომელიც დღეს უკვე კლუბის ოფიციალურ ლოგოდ შეირჩა). მოგვანებით საიტ Fanebi.com-ის დახმარებით გაიხსნა სრულფასოვანი ვებ-გვერდი, რომელიც სამი წლის მანძილზე ვამუშავე. ჩხერიმელაზეც ამუშავდა ფეისბუქ გვერდი:  ს.კ. ჩხერიმელა ხარაგაული, რომელსაც უკვე ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

        საიტის შექმნის შემდეგ საჭირო გახდა ჩხერიმელას ისტორიაზე მუშაობა. მოვიძიე და ქრონოლოგიურად დავალაგე ცნობები გაზეთებიდან "ლენინის დროშით" რისთვისაც მადლობას ვუხდი ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს":   "ჩხერიმელას" ისტორია პრესის ფურცლებიდანჩხერიმელას ისტორიის დასაწერად ცნობები შევაგროვე ჩხერიმელას ვეტერანი ფეხბურთელებიდან, რის შედეგადაც შეიქმნა შესაძლებლობა სტატია დამედო როგორც ჩხერიმელას საიტზე, ასევე ქართულ ვიკიპედიაში:  ჩხერიმელა ხარაგაული (საფეხბურთო კლუბი) - ვიკიპედია კლუბის ისტორიასთან ერთად მოხერხდა ხარაგაულის ცენტრალური სტადიონის შესახებ ცნობების მოგვოვებაც, რაც ცალკე ისტორიად დაიწერა: ხარაგაულის ცენტრალური სტადიონი , ინფორმაციისთვის მადლობა ჩხერიმელას ვეტერან ფეხბურთელს, ბატონ სოსო აბაშიძეს.

        ჩხერიმელას შესახებ სიახლეებზე მუშაობისას წლების მანძილზე დამიგროვდა ჩემს მიერ გადაღებული  საკმაოდ ვრცელი ფოტო და ვიდეო მასალა, რაც აუცილებლად შევა ხარაგაულის ჩხერიმელას სიტორიაში.

        საიტი კვლავინდებურად განაგრძობს მუშაობას, თუმცა წვრილმან სიახლეებს ძირითადად ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან შეიტყობთ, ხოლო განსაკუთრებულის და მნიშვნელოვანის შესახებ, საიტი შესაბამის სტატიებს შემოგთავაზებთ.

პატივისცემით – გივი კურტანიძე

 

 

ნანახია: 1369 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024