სულიკო ციმაკურიძე - 16 ნოემბერში 2015 - ხარაგაული და ხარაგაულელები
პარასკევი, 09.12.2016, 10:44
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ნოემბერი 2015  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2015 » ნოემბერი » 16 » სულიკო ციმაკურიძე
20:02
სულიკო ციმაკურიძე

  სულიკო (სილოვან) კონსტანტინეს ძე ციმაკურიძე დაიბადა 1929 წლის 20 ივნისს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოში, სიმღერა დაიწყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ანსამბლში პარმენ ბუხაიძის ხელმძღვანელობით. ოჯახში ყველა მღეროდა. მამა, ბიძები, და-ძმები. სოფელ ქვედა საზანოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციები ჰქონდა. "აქ სახლობდნენ მაჭავარიანები, ბუცხრიკიძეები, ავალიშვილები, ძალზე ზრდილი ხალხი, აკადემიური მაგიდა იცოდნენ. ისეთ სიმღერებს მღეროდნენ მათ მოსმენას არაფერი ჯობდა. ყურში ახლაც მაქვს მათი ნამღერი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ხალხური სიმღერები”, ამბობდა ბატონი სულიკო.

1951 წლიდან ის იწყებს დამოუკიდებელ სალოტბარო მოღვაწეობას ხარაგაულის რაიონში. სულიკო ციმაკურიძის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის ფოლკლორულ ანსამბლს – “ოდილას”, რომელსაც დაარსებიდან ჩვეული ენერგიით ხელმძღვანელობდა. ანსამბლი 1988 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად მასში ცხრა კაცი მღეროდა, შემდეგ ექვსნი იყვნენ. მათი რეპერტუარის უმეტესობა თავად სულიკოს მიერ აღდგენილი იმერული სიმღერებია, მან გაქრობა-დავიწყებას გადაარჩინა და "ოდილას" რეპერტუარში დაამკვიდრა იმერული სიმღერის უამრავი ნიმუში.

ანსამბლს უმოგზაურია უკრაინაში, ბალტიისპირეთში და რუსეთში, ხშირად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებაში. "ოდილას" ჩანაწერები ინახება საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. 2006 წელს "ოდილამ" ჩაწერა კომპაქტ დისკი, რომელიც შვეიცარიაში გამოიცა.

ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი - სულიკო ციმაკურიძე, რომელიც 
ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე ბურჯად ედგა იმერულ სიმღერას, გარდაიცვალა 2012 წლის 13 იანვარს. მისი გარდაცვალების შემდეგ ანსამბლი "ოდილა" ისევ აგრძელებს არსებობას, ხოლო ბატონ სულიკოს მიერ გაცოცხლებული სიმღერები კვლავ აგრძელებენ არსებობას მომავალ თაობაში.


 

ავტორი – გივი კურტანიძე

 წყარო: folk.gov.ge

 

ნანახია: 195 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ოდილა, სულიკო, ციმაკურიძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016