ხუთშაბათი, 23.11.2017, 03:00
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  იანვარი 2017  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2017 » იანვარი » 23 » გალაკტიონის ცაცხვი
20:44
გალაკტიონის ცაცხვი

მოგეხსენებათ, გალაკტიონ ტაბიძე 1910-11 წლებში შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში მუშაობდა პედაგოგად. ცხადია დიდ პოეტზე მრავალი ისტორიაა შემორჩენილი, მათგან ერთ-ერთია ამბავი ცაცხვის ხის შესახებ. 

ამონარიდი იზა ვეფხვაძის წიგნიდან “ხარაგაული” 


“ერთ დი­ლით, სკოლის ეზო­ში შე­სულ გა­ლაკ­ტი­ონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია: წი­ნა­ ღა­მით ძლი­ე­რ ქა­რს ეკლესიის ეზოში დარგული ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი მოუთხრია. გალაკტიონს მი­წის ფხოჭ­ნა და­უწყია. ამ დროს ეზო­ში მი­სი მო­წა­ფე ერ­მა­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძე შე­მო­სუ­ლა - არი­ქა, ერ­თი სა­რი მი­შო­ვე სად­მეო, - უთხო­ვია გა­ლაკ­ტი­ონს, ცაცხ­ვის ხის­თ­ვის მი­წა მი­უყ­რია, შემდგომ ჭი­გო და­უს­ვია და ზედ მი­უკ­რავს, ამის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით პატ­რო­ნობ­და ცაცხ­ვის ახალ­გაზ­რ­და ნერგს, წყალს უს­ხამ­და, ელო­ლი­ა­ვე­ბო­და. სო­ფელ­ში ამ ცაცხ­ვის ხეს დღე­საც გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცაცხვს ეძა­ხი­ან და რატომღაც ეს ხე სხვა ხეთა შორის გამორჩეული და მკერ­დ­გა­ნი­ე­რია. საოცარიც არაა, ის ხომ გალაკტიონის ხელშენახებია, მისი სიამაყე და სიდიადე სწორედაც რომ უნდა რცილავდეს სხვა ხეებს.” ტექსტში ნახსენებია სკოლის ეზო, საქმე იმაშია, რომ მაშინ ფარცხნალის დაწყებითი სკოლა ეკლესიის ეზოში მდებარეობდა პატარა ხის შენობაში. დღეისათვის, თუ გალაკტიონის ცაცხვს მოიკითხავთ, ადგილობრივები ფარცხნალის წმინდა კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზოში მდგომ მრავალწლოვან ცაცხვის ხეზე მიგითითებენ, რომელსაც სამახსოვრო წარწერაც ამშვენებს: "გალაკტიონის ცაცხვი"

ტექსტი მოამზადა გივი კურტანიძემ. 23.01.2017 წ.

 

ნანახია: 336 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 754

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2017