ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:28
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » დევისხვრელი
20:06
დევისხვრელი

   მდინარე ჩხერიმელას ხეობაში,მარჯვენა ნაპირზე, ხანდების კლდეში ყველა ხარაგაულელმა იცის, რომ არის გამოქვაბული, რომელსაც "დევისხვრელი" ეწოდება. თუმცა საინტერესოა თვალი გადავავლოთ თუ რა ცნობებს ვფლობთ ამ ისტორიული ძეგლის შესახებ. 

   მეცნიერების აზრით,"დევისხვრელი" ძველი ქვის ხანის პირველი ძეგლია საქართველოში, ადამიანების ბუნებრივი თავშესაფარი. აქ აღმოჩენილი ნაშთები მიეკუთვნება ზედა  პალეოლითსდაახლოებით 50-40 ათასი წლის წინა ეპოქას. 

   "დევისხვრელი" ზღვის დონიდან 340 მეტრ სიმაღლეზეა და წარმოადგენს 40 მეტრის სიღრმის კარსტულ მღვიმეს, შესასვლელის სიმაღლე 5 მეტრი სიგანე 4 მეტრი. 

    1926 წელს პროფესორმა გიორგი ნიორაძემ ხანდების კლდეში აღმოაჩინა პირველყოფილი ადამიანის ნაბინავები გამოქვაბული, სადაც ხუთი წლის მუშაობის შედეგად ქვის ხანის დიდძალი მასალა მოიპოვა. 

     1933 წელს . ნიორაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი: "პალეოლითის ადამიანი დევისხვრელში". ნაშრომომი გვაუწყებს, რომ იმ დროს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები უკვე დაუფლებული იყვნენ ქვის იარაღების, უმეტესად კაჟის დამუშავების მაღალ ტექნიკას. აკეთებდნენ კაჟის იარაღებსსაფხეკებს, საჭრისებს, სახვრეტებს, შუბის წვერებს და .. საფხეკების სხვადასხვა ჯგუფთან ერთად აღმოჩენილია კომბინირებული იარაღები (საჭრის-საფხეკები, სახვრეტ-საფხეკები), აღსანიშნავია .. გრავეტის ტიპის დანები, ძვლისა და რქის იარაღებიდევისხვრელში ნაპოვნია ცხოველთა ნაშთები, მაგალითად: გამოქვაბულის დათვი, ხარიშველი, ჩრდილოეთის ირემი, გარეული თხა, გარეული ღორი, მგელი და ჩრდილოეთის თაგვიროგორც ნიორაძე აღნიშნავს, ეს ფაუნა იმაზე მიუთითებს, რომ დევისხვრელის ადამიანის დროს ჰავა დღევანდელზე უფრო ცივი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩრდილოეთის ირემისა და ჩრდილოეთის თაგვის ნაშთების აღმოჩენა ფაუნისტურ მასალაშიყურადღებას იქცევს წაბლისფერი დათვის ერთი კბილი, რომელსაც ფესვი ისე აქვს ჩაღრმავებული, რომ ადამიანს შეეძლო მისი ჩამოკიდება ძელზე და შესაძლოა მას ავგაროზის დანიშნულებაც ჰქონდა.

    დევისხვრელში აღმოჩენილი ქვის იარაღთა კომპლექსიდან მეცნიერები აკეთებენ დასკვნას, რომ დევისხვრელის ადამიანები ჯგუფებად ცხოვრობდნენ და გაერთიანებული შრომით მოქმედებდნენ. კოლექტიური იყო, აგრეთვე, მათი მოქმედება მცენარეებისა და სხვა სახის საზრდოს შეგროვებისას.
   აქ ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა ინახება ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო საისტორიო მუზეუმში, ხოლო გარკვეული ნაწილი ხარაგაულის საისტორიო მუზეუმში.
დევისხვრელზე მოთხრობილია წიგნში "ერთი წუთით შეჩერდი მგზავრო (ნ. ნავაძე, ზ. აბაშიძე თბილისი 1981 წ. გვ. 17)
 
 
 
ავტორი – გივი კურტანიძე
 
ზოგიერთი ცნობა  გამოყენებულია ისტორიკოს ზეინაბ ბუაჩიძის ნაშრომიდან
 
ასევე ქ.თბილისის მე-15 საჯარო სკოლის ლიტერატურული ჟურნალიდან
 
 
 
ნანახია: 2998 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: გვის ხანა., პალეოლითი, დევისხვრელი, ხარაგაული | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024