დღეს დაბა ხარაგაულს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი და იმერეთის რწმუნებულ–გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ეცნობა, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან დაბა ხარაგაულში დაიწყება ცენტრალური - სოლომონ მეფის ქუჩის მოასფალტება. რათქმაუნდა ეს საკითხი თვითოეული ხარაგაულელის მწვავე და აქტუალურია. მოასფალტებასთან ერთად დაგეგმილია კანალიზაციის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციაც.
რაც შეეხება დაბელებისთვის მთავარ საკითხს – როგორც ბატონებმა გვითხრეს აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანულ კომპანია "სოკართან" ხარაგაულის გაზიფიცირების შესახებ და დიდი შანსია სამუშაოებს უკვე მიმდინარე წელს ჩაეყაროს საფუძველი.
|