ხარაგაული და ხარაგაულელები - ხარაგაულის სახალხო თეატრი
პარასკევი, 09.12.2016, 10:44
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

 
   ხარაგაულში თეატრალური მოღვაწეობა XIX საუკუნიდან იღებს სათავეს, ხოლო თეატრის დაარსების თარიღად ითვლება 1908 წელი. 

ამ დროიდან სპირიდონ კიკნაძის ეზოში იმართებოდა წარმოდგენები, რომლის სულის ჩამდგმელებიც შალვა ხარაძე და ცნობილი ექიმი ასლან ლომსაძე იყვნენ, მათ შემოიერთეს ნიჭიერი ახალგაზრდები: ნ. გურგენიძე, ნ. დეკანოსიძე, ტ. ვეფხვაძე, ე, მაღრაძე, ი. დეკანოსიძე, მ. მანჯავიძე, ლ. ჭიპაშვილი. 

ხარაგაულელთა სპექტაკლებში, მოყვარულ მსახიობებთან ერთად, ხშირად მონაწილეობდნენ ქართული სცენის სახელოვანი მსახიობები: შალვა დადიანი, მარი მდივანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ვასო აბაშიძე. 

1920-იან წლებში სცენისმოყვარულთა დასის ადგილსამყოფელი რკინიგზელთა კლუბი იყო. დასს ხელმძღვანელობდა კლუბის გამგე ნოე აბაშიძე. 

1930-50-იან წლებში ხარაგაულში უკვე მუდმივმომქმედი დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. სწორედ აქ მიიღეს თეატრალური ნათლობა საქართველოს სახალხო არტისტებმა-რეჟისორმა იური კაკულიამ და კინორეჟისორმა დევი აბაშიძემ. 

1947 წელს სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ არსებობა შეწყვიტა ხარაგაულის თეატრმაც, თუმცა მოყვარულთა თეატრალური კოლექტივი მაინც მოღვაწეობდა. 

1959 წელს ხარაგაულის თეატრს სახალხო წოდება მიენიჭა სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ აბაშიძე იყო. მის სახელს დღესაც სიამაყით ატარებს ხარაგაულის სახალხო თეატრი. იგი ამავდროულად შესანიშნავი მსახიობი იყო. თეატრში მოღვაწეობდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე, მან ორჯონიკიძის სახალხო თეატრში წლების მანძილზე მრავალი საინტერესო სასცენო სახეც შექმნა. 

1967 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობდა ნიჭიერი შემოქმედი, 
მსახიობი,რეჟისორი, მომღერალი თამაზ კიკნაძე. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა მრავალ წარმატებებს მიაღწია. თეატრი სახალხო თეატრების ფესტივალის გრან-პრის მფლობელია, ხუთჯერ არის დაჯილდოებული პირველი ხარისხის დიპლომით. აღსანიშნავია ბოლო წლებში თამაზ კიკნაძის მიერ დადგმული - დავით კლდიაშვილის"სოლომონ მორბელაძე" და რაფიელ ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორეინეს" სადაც მთავარ როლებს თავადვე თამაშობდა. 

1990 წელს თეატრმა გურჯაანის ფესტივალზე საქართველოს სახალხო თეატრების „გრან-პრი“ მოიპოვა სპეკტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ რეჟისორი დ. ბოგვერაძე.

2004 წლიდან ხარაგაულის სახალხო თეატრს ირინე ჩხეიძე ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში თეატრის სცენაზე 2004-2015 წლებში დაიდგა სპეკტაკლები - "ნატვრის ხე", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი","თანამდევი სული","...და დროც გაჩერდება",თეთრი ბაირაღები, საბავშვო სპეკტაკლი "წითელქუდა", საბავშვო სპეკტაკლი „სათაგური“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვა.

2008 წელს თეატრთან ერთად ფუნქციონირება დაიწყო თოჯინების თეატრმა

2010 წელს თეატრს 100 წელი შეუსრულდა. 

2013 წლის აპრილ–მაისში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქემერიში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში ხარაგაულის სახალხო თეატრმა "გრან-პრი" მოიპოვა.

2015 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე "გორი-2015" გაიმარჯვა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლით "დარისპანის გასაჭირი" (რეჟისორი ირინე ჩხეიძე), ნომინაციაში - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი.

 .ხარაგაულში ასევე ფუნქციონირებს  ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული  თეატრი (ხელ. ი. ვეფხვაძე). თეატრში იმართება ლიტერატურული საღამოები

 
 
ხარაგაულის სცენისმოყვარეთა დასი XX  საუკუნის დასაწყისი
 
სცენა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპეკტაკლიდან. მსახიობები ჯონდო გიორგაძე და ნორა ჩოლოყაშვილი
სცენა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი  სპექტაკლიდან რევიზორი
1962 წელი. თამაზ კიკნაძის სადიპლომო სპექტაკლი "კოლმეურნის ქორწინება" პ.კაკაბაძე
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასი ო.იოსელიანი სანამ ურემი გადაბრუნდება რეჟისორი თამაზ კიკნაძე 1980 წელი
 
 
ნატვრის ხე-2004 წელი  სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე
                                                                        
 
  
  (ფოტოები მოგვაწოდა ირინე ჩხეიძემ) 
 
 
 
 ფოტოები სპეკტაკლიდან ''...და დროც გაჩერდება''. (რეჟ. ი.ჩხეიძე)
.2009 წლის 15-17 ივნისს თატრმა მონაწილეობა მიიღო აჭარის სახალხო თეატრების კვირეულში.
სცენები სპეკტაკლიდან – ''თანამდევი სული''
 
 
 
     2011 წლის 14 აპრილს ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრმა, პაატა გოგოლაძის ხელმძღვანელობით კინოთეატრის სცენაზე
 ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები" გაითამაშა. 
 
 
 
 
 
 
 
 
გივი კურტანიძის ფოტოები 
 
 
 
 
 
2012 წლის იმერეთის თეატრალური ფესტივლის გამარჯვებული ხარაგაულის სახალხო თეატრი                               თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქემერიში 2013 წლის აპრილ–მაისში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ
                                                                                                                                                                                                                                             ფესტივალში ხარაგაულის სახალხო თეატრმა "გრან-პრი" მოიპოვა.
 
 "გრან-პრი"                                                                                                                "გორი-2015"  "დარისპანის გასაჭირი" (რეჟისორი ირინე ჩხეიძე), ნომინაციაში - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი.
 
 
ავტორი – გივი კურტანიძე
 
 

 

 

სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016