დღეს 29 მაისს 17 საათზე, ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ რეგიონალლიგის XXVIII ტურის მატჩი გაიმართა ხარაგაულის ''ჩხერიმელასა'' და ვანის ''სულორს'' შორის.
მატჩს 100–მდე გულშემატკივარი დაესწრო.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პირველ წრეში, ვანში 2009 წლის 9 ნოემბერს გაიმართა და მატჩი ჩხერიმელას გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0-1
ამჟამად სულორი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. (ბოლო ადგილოსანი ტორპედო მოხსნილია ასპარეზობიდან)
შესაბამისად მატჩი ჩხერილემას უპირატესობით დაიწყო და მთელი 90 წუთის მანძილზე მათივე კარნახით წარიმართა. სულორი საწყის წუთებში თავს კარგად იცავდა,თუმცა უკვე მე–20 წუთზე ჭაჭიაშვილის დარტყმული მეკარემ კარის ხაზის შიგნით აიღო, ეს ყველაფერი მატჩის არბიტრს არ გამოჰპარვია და შედეგად გოლოც დააფიქსირა. ვახტანგ ჭაჭიაშვილი 20' 1-0.
ჩხერიმელა განაგრძობდა შეტევებს და სულ რამოდენიმე წუთში ვანელმა მცველმა თამაშის წესები ცუცქირიძის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში დაარღვია, არბიტრმა საპენალო ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა შეასრულა. გია ცუცქირიძე 24' 2-0.
ჩხერიმელა ამის მერეც უტევდა, სტუმრებს კი ბევრი არაფერი გამოსდიოდათ შეტევაში. პირველი ტაიმში ამავე ანგარიშით დასრულდა.
მეორე ნახევარი უფრო აქტიურად ვანელებმა დაიწყეს, რამოდენიმეჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ მეკარე მერკვილიშვილი საიმედო იყო.
მალე ისევ გააქტიურდა ჩხერიმელა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო, ჩხერიმელას განაპირა მცველმა მეტრეველმა დასწრებაზე კარგად ითამაშა, ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და სეზონის ერთ–ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ვანელთა მეკარეს ახლო კუთხეში აუღებელი შეუგორა. გიორგი მეტრეველი 70' 3-0
ამ გოლის შემდეგ მისულმა მაყურებელმა მეოთხე გოლიც მალე იხილა, ამჯერად კოსტავამ მიიღო მოედნის ცენტრში კარგი გადაცემა, გაასწრო მცველებს და საჯარიმოში შესულს მეკარის მეოთხედ დამწუხრება აღარ გასჭირვებია. დაჩი კოსტავა 73' 4-0
კოსტავამ ამ თამაშში დუბლის შესრულება მოახერხა, ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა მეკარე მოატყუა და დაზღვევის მიზნით კარში ჩასულ მცველს კუთხეში შეუკოტრიალა. დაჩი კოსტავა 5-0 78'
სტუმრებმა პრესტიჟის დაცვა მოახერხეს და ერთი ბურთი გაქვითეს, ამაში მათ ჩხერიმელას მცველი და მატჩის არბიტრი დაეხმარა. სტუმართა ფეხბურთელმა შეცვლაზე შემოსულ ჩხერიმელას სათადარიგო მეკარის შოთა ბუაჩიძის კარი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან აიღო. 5-1 83'
ჩხერიმელა 5-1სულორი
მომდევნო მატჩი ჩხერიმელას 3 ივნისს ქუთაისის ტორპედოსთან აქვს გასამართი, მაგრამ იმის გამო, რომ ქუთაისური გუნდი მოხსნილია გათამაშებიდან, ხარაგაულელებს ტექნიკური მოგება 0-3 ჩაეთვლებათ.