დღეს ხარაგაულში საფეხბურთო განწყობა სუფევდა. გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდა ჩემპიონატის მეორეადგილოსანთან გასამართ თამაშს და საკუთარი გუნდისგან სრულფასოვან რევანშს მოითხოვდა. (პირველ წრეში ხარაგაულელები სამარცხვინო ანგარიშით 1-8 დამარცხდნენ ხონელებთან.)
რევანში შედგა,თუმც არასრულფასოვანი,მაგრამ რაც მთავარია ჩვენმა გუნდმა თავის აქტივს სამი ქულა შემატა.
მატჩი ''იმერეთის'' შეტევებით დაიყწო,მათ რამოდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს ''ჩხერიმელას'' კარისკენ,
საპასუხოდ ჩხერიმელა სწრაფი კონტრშეტევებით აწუხებდა მეტოქეს,ტაიმის შუაში თამაში გათანაბრდა და ნელ–ნელა ჩხერიმელას სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა,რამოდენიმე სახიფათო სტანდარტულის შემდეგ, 31 წუთზე შორეული საჯარომო დარტყმით ცხადაძემ პირველი გოლი გაიტანა ხონელთა კარში 1–0.
მეტოქე ისევ პირველ გაშვებულ გოლზე ფიქრობდა, როცა ჩხერიმელას ფლანგური შეტევა გამოეპარათ და ჩაწოდებული ბურთი,გუნდის ვეტერანმა კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა ავალიშვილმა,ლამაზი თავურით მეორედ გადაგზავნა სტუმართა კარში.(32')
პირველ ტაიმში გუნდებმა კიდევ გაცვალეს რამოდენიმე სახიფათო მომენტი. აღსანიშნავია ჩხერიმელას სახიფათო კუთხურები,რომლების შემდეგაც სასწაულებრივ გადარურჩა გოლს ხონელთა კარი.
მეორე ტაიმში ჩხერიმელა უპირატესობის გაზრდას ცდილობდა,თან არსებულის შენარჩუნებაზეც ზრუნავდა და ამიტომ დიდი ძალებით არ უტევდა მეტოქეს,ხონელები კი თავის მხრივ ჩამორჩენას აღმოსაფხვრელად ძალას და მონდომებას არ იშურებდნენ.
ხარაგაულელთა პირველი გოლის მსგავსად ხონელებმაც საჯარიმო დარტყმით იხეირეს,საჯარიმოში ჩაწოდებული სტანდარტის შემდეგ მეკარეს და მცველებს ხონელებმა აჯობეს,ახლო მანძილიდან აიღეს ჩხერიმელას კარი და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.
ამ გოლის შემდეგ ისევ ბევრს ცდილებდნენ სტუმრები გაეთანაბრებინათ ანგარიში,მაგრამ მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს და შედეგად მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და დამთავრდა ჩხერიმელას გამარჯვებით.
ჩხერიმელა2-1იმერეთი
ცხადაძე 31'
ავალიშვილი 32'
ამ მოგებით გუნდი 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და 4ქულით ჩამორჩება დღევანდელ მეტოქეს,მეორეადგილოსან "იმერეთს" მესამე და მეოთხეეადგილოსან გუნდებს: შესაბამისად ტორპედო 2008-ს და სამგურალს 2 ქულით 32-32 ქულა და მხოლოდ ბურთების შეფარდებით მეხუთედგილოსან სქურს 30 ქულა.