ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:15
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
ფეხბურთი [25]
"ჩხერიმელა"
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » სტატიები » ფეხბურთი

ჩხერიმელა - გურია 2 08.06.10
    დღეს 8 ივნისს 18 საათზე, ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ რეგიონალლიგის ბოლო XXX ტურის მატჩი გაიმართა ხარაგაულის ''ჩხერიმელასა'' და ლანჩხუთის ''გურია 2''–ს  შორის.  
მატჩს 150–მდე გულშემატკივარი დაესწრო.
    ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პირველ წრეში, ლანჩხუთში 2009 წლის 27 ნოემბერს გაიმართა და მატჩი ''გურია''–ს გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3-1
     ამჟამად გურია სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. (ბოლო ადგილოსანი ტორპედო მოხსნილია ასპარეზობიდან)
      შესაბამისად მატჩი ჩხერიმელას სრული უპირატესობით დაიწყო და მთელი 90 წუთის მანძილზე ასევე გაგრძელდა.  
      ანგარიში სულორთან მატჩის მსგავსად ისევ ვახტანგ ჭაჭიაშვილმა გახსნა: უკვე მე–16 წუთზე კუთხურის ალამთან ავალიშვილი წააქციეს, სტანდარტი ჭაჭიაშვილმა შეასრულა,მან შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო და მოჭრილი დარტყმით მახვილი კუთხიდან გურულთა კარის ბადეში გაახვია–ვახტანგ ჭაჭიაშვილი 16'  1-0.
       ორიოდ წუთში ანგარიშში სხვაობა გაორმაგდა: მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული კარგი კომბინაცია მარჯვენა ფლანგისკენ  კარგად გააგრძელეს და დაჩი კოსტავა მეკარესთან პირისპირ დარჩა.   2-0. 18'
       კოსტავამ მალევე დუბლი მიითვალა,ჩხერიმელას კარგი კომბინაცია კვლავ მან დააგვირგვინა გოლით. დაჩი კოსტავა 30'  3-0     
      პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
 
    
   მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. შემდეგი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გავიდა,ავალიშვილის წინააღმდეგ წესების დარღვევის შედეგად დანიშნული სტანდარტი გიორგი ცუცქირიძემ შეასრულა და 25-27 მეტრიდან ლამაზი დარტყმით მეოთხედ აიღო სტუმართა კარი. გიორგი ცუცქირიძე 62'  4-0
 
     
      ჩხერიმელას მთავარმა მწრთვნელმა ზვიად ენდელაძემ მეორე ტაიმში ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი.
       რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაჩი კოსტავამ დაარტყა მეტოქის კარისკენ ეფექტური ''მაკრატელა'',თუმცა ბურთი კარის ძელს მოხვდა.
        ამას კობა კუბლაშვილის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. 68'  5-0.
        
      საჯარიმოში გათამაშებული კომბინაციის შედეგად თავისი გოლი გაიტანა გუნდის კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა ავალიშვილმა. 75'  6-0.
        საბოლოო ანგარიში ხეცურიანმა დააფიქსირა და მეშვიდედ აიღო ლანჩხუთელთა კარი. გურამ ხეცურიანი 81'  7-0.
        

                        ჩხერიმელა 7-0 გურია 2
                                 
                                 ჭაჭიაშვილი 16' 
                                 კოსტავა 18' 30'  
                                 ცუცქირიძე 62' 
                                 კუბლაშვილი 68' 
                                 ავალიშვილი 75' 
                                 ხეცურიანი 81' 




    
        



      ამ მატჩით სეზონი დასრულდა,''ჩხერიმელამ'' სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა,
15 წლიანი პაუზის შემდეგ ხარაგაულის ჩხერიმელა დაუბრუნდა ფეხბურთს და დებიუტანტისთვის პირველივე წელიწადს აღებული მეოთხე ადგილი სავსებით მისაღები შედეგია.
       საიტის ადმინისტრაციის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ გუნდის ხელმძღვანელობას, და იმ ადამიანებს,ვინც უშუალოდ  პატრონობენ გუნდს. მათ რაიონში ფეხბურთი დააბრუნეს და პროგრესისკენ მიჰყავთ.
       დიდ მადლობას მოვახსენებ გუნდის თვითოეულ ფეხბურთელს,კარგად ჩატარებული სეზონისთვის, გულით და მონდომებით თამაშისთვის და ნაჩვენები კარგი შედეგისთვის.
მადლობა ბიჭებო!
       შევხვდებით მომავალ სეზონში,ახალი მისწრაფებით,ახალი ძალებით,ენერგიით და დასახული მიზნით.



    ავტორი – გივი კურტანიძე © 08.06.10
კატეგორია: ფეხბურთი | დაამატა: arqiteqtor (09.06.2010)
ნანახია: 2046 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 vaa   (09.06.2010 02:14) [Материал]
mSvenieria! tan mgoni chxerimelas istoriashi yvelaze didi angarishit gamarjveba es iyo

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024