29 მარტს საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის ტური გაიმართა.
ხარაგაულის ''ჩხერიმელა'' საჩხერის ''ჩიხურას 2'' ესტუმრა და თავის აქტივს სამი ქულა შემატა.
გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთებზე ჯაბა ავალიშვილმა გონივრული თავურით გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა.
ჩიხურა 2 1-2 ჩხერიმელა
ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ხარაგაულში გაიმართა,სადაც საჩხერელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 0-2.
მომდევნო მატჩს ჩხერიმელა 6 აპრილს საკუთარ სტადიონზე ხონის ''იმერეთის'' წინააღმდეგ გამართავს. დასაწყისი 16 საათზე.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ჩვენთვის გამანადგურებელი მარცხით დამთავრდა, ასე,რომ რევანშია ასაღები...
სატურნირო ცხრილი:
|