9 მარტს ხარაგაულის სტადიონზე მეტად თვალსასეირო მატჩი გაიმართა.თვალსასეირო აღნიშნული მატჩი იმით იყო,რომ თავსხმა წვიმაში სტადიონზე მისული გულშემატკივარი ტალახში მთლიანად ამოგანგლულ ოცდაორ მორბენალ ადამიანს ხედავდა,რომლებიც რაღაც ფეხბურთისა და წყალბურთს მიმსგავსებულ თამაშს თამაშობდნენ.
ჩხერიმელას მეტოქე სამტრედიის 1990 წლიანებისგან დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდი იყო.
როგორც ხარაგაულელმა,ისე სამტრედიელმა ბიჭებმა მთელი მონდომებით ითამაშეს და სტადიონზე გული და სული დადეს, მატჩის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო,მაგრამ მიუხედავად ამისა სტადიონზე მწვანე საფარის არარსებობის გამო ტალახმა და წყალმა დიდი დაღი დააჩნია აღნიშნული მატჩის ტექნიკურ და სანახაობრივ მხარეს.
მატჩის მიმოხილვისგან თავს შევიკავებ,უბრალოდ მოგახსენებთ, რომ მატჩში ორივე გუნდმა ახალი ფეხბურთელები გამოსცადა.
შეხვედრა დამთავრდა ჩხერიმელას გამარჯვებით.
ჩხერიმელა 4-0 სამტრედია
|