მთავარი » 2012»აპრილი»1 » თურქული კოსმოსური თანამგზავრი ხარაგაულის ტყეში
15:08
თურქული კოსმოსური თანამგზავრი ხარაგაულის ტყეში
როგორც სააგენტო "Tukish-news"-იტყობინება, თურქეთის სახელმწიფომ ექსპლოატაციიდან ჩამოწერა თავისი კუთვნილი კოსმოსური თანამგზავრი "Tüsksat A33",რომელიც ორბიტაზე 1988 წელს გავიდა და ამ დროისათვის უკვე საკმაოდ მოძველებულად ითვლებოდა. საჭირო გახდა თანამგზავრის ორბიტიდან მოხსნა და მისი დედამიწაზე დაშვება. ობიექტი, რომელიც არც თუ ისე დიდი ზომისაა დედამიწაზე სათანადო პმოწყობილობებით რბილად და უვნებლად დაეშვა....
(და სწორედ აქედან იწყება ჩვენთვის საინტერესო:)
...როგორც "Tukish-news"–ი ამბობს "Tüsksat A33" საქართველოში, იმერეთში, ხარაგაულის რეგიონის (?!) ტერიტორიაზე ერთ–ერთ ტყეში "დაეცა". ობიექტის დაშვებას არანაირი ზიანი არ მიუყენებია ადგილობრივი ფლორისა და ფაუნისათვის. მათივე ცნობით უახლოეს დღეებში თურქი სპეციალისტები მოაკითხავენ მათ კუთვნილ კოსმოსურ ობიექტს და მას თავიანთ ქვეყანაში წაიღებენ.