წარმატებას წარმატებაზე აღწევს ხარაგაულელი ფალავანი, საქართველოს ნაკრების წევრი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე თედო ებანოიძემ.
ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (Junior wrestling world championship bucharest 2011) თედომ რომელიც ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების ასაკისაა, თავისზე ბევრით უფროსებში კვარცხლბეგისუმაღლეს საფეხურზე ასვლაში ხელი ირანელმა ჯაბერ ტაგი სადეგზადენუკოლაეიმ შეუშალა. ფინალის გზაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა უნგრელი რიჩარდ ჩერჩიცი, ყაზახი ალიბი ნურმახანბეტოვი, ამერიკელი დანიელ მილერი და უკრაინელი მურადინ კუშკოვი ჩამოიშორა. საბოლოოდ თედოს ვერცხლის მედალი ხვდა წილად, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით დიდი წარმატებაა და იმის საფუძველს იძლევა, რომ სულ მალე ჩვენებურს უმაღლეს საფეხურზე ვიხილავთ.
საერთო ჯამში ქართველმა ახალგაზრდებმა ბუქარსტში 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს.