80-იან წლებში დაბა ორჯონიკიძეში სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების ერთ–ერთი მჭედელის, სპორტის ოსტატ ნოდარ ახალკაცის პრიზზე საფეხბურთო შეჯიბრებები იმართებოდა. 1987 წელს გამართული ტურნირის ფინალში მარელისის გრეხილი ავეჯის ქარხნის გუნდი კიცხის კოლმეურნეობის გუნდს დაუპირისპირდა. გამარჯვება გრეხილი ავეჯის ფაბრიკის გუნდმა მოიპოვა ანგარშით 6:3 დაწესებული პრიზი – ფეხბურთის ბურთის ფორმის მქონე ბროლის თასი გამარჯვებულ გუნდის ნოდარ ახალკაცმა გადასცა.
წყარო: დაბა ორჯონიკიძის გაზეთი "ლენინის დროშით" 1987 წ. (დ. ლომიძე)
აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე წარმატებული ქართველ მწვრთნელი განსაკუთრებით გვერდით ედგა საფეხბურთო გუნდ "ჩხერიმელას", ახალკაცი მათ ფორმებით, ბურთებით და სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკით ამარაგებდა, ეხმარებოდა მოსამზადებელი შეკრებების გამართვაში იმ დროისათვის საკმაოდ პრესტიჟულ კურორტ ლესელიძეში (აფხაზეთი), სადაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეჯნიდან საკმაოდ ძლიერი გუნდები ჩამოდიოდნენ. (კიევის "დინამო" და სხვ.)
ნოდარ ახალკაცს ხარაგაულის სიყვარული იმაშიც გამოიხატებოდა, რომ მან დაბის გარეუბან სოფელ ჯაფარეულში სახლიც ააშენა, რომელიც დღესაც თავმომწონედ დგას.
ფოტოზე ნოდარ ახალკაცი (მარცხნივ) აჯილდოვებს მარელისის შეჯიბრების გამარჯვებული მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკის გუნდი გრეხილი ავეჯის ფაბრიკის გუნდის კაპიტანს ე.ლურსმანაშვილს
|