ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:15
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2013 » თებერვალი » 3 » ნუნისი – ამოუხსნელი საიდუმლო
14:24
ნუნისი – ამოუხსნელი საიდუმლო

   სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი. ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება.  ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია. 


   ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც "ბერების კლდეს" ეძახიანმის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული,  გადმოცემის ტანახმად ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგანვე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა "ბერების კლდეს".

მ ადგილთან დაკავშირებით მრავალი ლეგენდა არსებობს, როგორც ალბათ ბევრს გსმენიათ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ნოეს კიდობანი სწორედ აქ, სოფელ ნუნისში იყო. ლეგენდას ნუნისის ბერების კლდის შესახებ, საფუძველი ჩაუყარა ე.წ. "იბერიონთა საძმო"-მ.

   მას შემდეგ, რაც  საძმომ  1989  წელს ბერების კლდეში ფართომაშტაბიანი ექსპედიცია და გათხრები ჩაატარა, იქაურობას  "ნოეს საკურთხეველი" უწოდეს, კერძოდ კი  “საკურთხეველი, რომელიც ნოემ ააგო კიდობნიდან გამოსვლისას ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად.”
   ამ ლეგენდის თანახმად, ნოეს კიდობანი წყალზე არ ტივტივებდა, არამედ  წარღვნის დროს “კიდობანი” (მთა, გამოქვაბული) ჰერმეტიულად დაიკეტა სწორედ ნუნისის მთაში და ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩა. 


   საინტერესოა, რომ ექსპედიცია თავდაპირველად  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით დაიწყო, თუმცა ბოლოს საპატრიარქოს მხრიდან ეს დაგმობილ იქნა, და საქმიანობა ჩაითვალა ერეტიკოსობად... 

  გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის (ალაზნისპირელი არის ფსევდონიმი) სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ნოეს კიდობანი არ ტივტივებდა წყალზე, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი (მთა, გამოქვაბული) დაიკეტა ჰერმეტიულად. ბატონი გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს (ან ბატონმა გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი (შესასვლელი). 

  


   არის კიდევ ის დასკვნა რომ სვეტიცხოველზე გამოსახულ ხელი რომელსაც "კუთხე” ხესაწყო უჭირავს სინამდვილეში, იგივე ალაზნისპირელის აზრით, პროპორციულად მისანიშნი ნიშანი ყოფილა კიდობანისკენ, ანუ როგორც მახსოვს თვითონ "კუთხე”-ს სიგრძის პროპორციული გაზრდის შემდეგ ზუსტად ისაზღვრება კიდობანის ადგილ მდებარეობა რომელიც ისევ და ისევ ნუნისს უთითებს.

   რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ "იბერიონთა საძმოს" წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, "იბერიონთა საძმოს" მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია "ლაზარედ" და მზის შუქს ელოდება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანი. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის.

 

   არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ამ კლდეში ინახება უძველესი რელიქვია, რომელიც თამარ მეფის დავალებით წამოიღეს ქათველებმა წმინდა მიწიდან. ეს არის ერთერთი შუბი, რომლითაც ქრისტე განგმირეს, და მაცხოვრის სისხლმა შუბი სასწაულმოქმედი გახადა. სხვა ვერსიის თანახმად, აქ ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.

  ჯერჯერობით ყოველივე ეს ლეგენდად და ვარაუდად რჩება, როგორც ჩანს ახალი კვლევები აღარ ჩატარდება.

 ფაქტი კი ის არის, რომ ნუნისი თავისი ბუნებრივი და ისტორიული ძეგლებით საქართველოს ერთ ულამაზესი კურორტია და ბევრ მნახველს იზიდავს. გირჩევთ ეწვიოთ ნუნისს. 


 

ნანახია: 15991 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ნუნისი, მღვიმე, გამოქვაბული | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
0  
2 tarxnishvili00   (22.12.2017 20:49) [Материал]
da rom gaxsnan is karic ara?

0  
1 natroshvilin   (27.12.2014 23:58) [Материал]
მე ნამყოფი ვარ მაგ გამოქვაბულში და ზუსტად გოდება ისმის ქალების და ბავსჰვების.საერთოდ რაც ბ. გივი ალაზნისპირელმა დაწერა ყველაფერი სიმართლეა. ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ ნაწარმოებს, საწინააღმდეგო დაგვიმტკიცოს მკითხველებს ან მსგავი საკუთარი ნააზრევი შემოგვთავაზოს არ უნდა?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024